წინა ხელისუფლება ბიუჯეტს უყურებდა როგორც საკუთარ სალაროს. დღეს პირადი საჭიროებისთვის არც ერთი თეთრი არ დახარჯულა - ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გახსოვთ, დიდი ხნის განმავლობაში ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ სააკაშვილის მიერ გაწეული ხარჯები არ იყო პრობლემა, არ იყო დანაშაული, მაშინ, როდესაც რეალურად, ბიუჯეტის ხარჯზე ხდებოდა იმ საკითხების მოგვარება მისთვის, რომელიც მის პირად საჭიროებას განეკუთვნებოდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრემიერის მიუნხენში მგზავრობაზე საუბრისას განაცხადა:

„დღეს რა ვითარება გვაქვს - პრემიერმა ისარგებლა ჩარტერით და ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა ამისთვის. ეს არის რეალობა. რაც შეეხება თვითონ ხარჯებს, ეს იქნება დეკლარირებული და საზოგადოებისთვის იქნება ცნობილი როგორც შემოსავლები, ასევე ხარჯები. აქედან გამომდინარე, ყველაფერი არის დღესავით ნათელი.

მაინც გრძელდება სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად სხვა სტანდარტი. თავის დროზე, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ბიუჯეტს უყურებდნენ, როგორც საკუთარ სალაროს. დღეს საკუთარი, პირადი საჭიროებისთვის ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა. ეს იყო პრემიერის პირადი ხარჯი და ხარჯებთან დაკავშირებით ყველაფერი იქნება ასახული დეკლარაციაში“