„ვერც ერთ დემოკრატიულ ნაბიჯს ვერ გადავდგამთ ევროპის გარეშე“ - „საქართველოს ევროპული ორბიტა“

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

7 სექტემბერს, „საქართველოს ევროპულმა ორბიტამ“ თბილისში გამართა ღონისძიება სახელწოდებით „ვიმოქმედოთ ევროკავშირის სტატუსისთვის“. ღონისძიებაზე ორგანიზაციამ მოსახლეობას გააცნო მათი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. შეხვედრას ესწრებოდნენ ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები.  ღონისძიებაზე იმყოფებოდა გაზეთი „ვერსიაც“.

„საქართველოს ევროპული ორბიტა“ არის საზოგადოებრივი პლატფორმა, რომელიც იბრძვის ევროპული მომავლისთვის. ორგანიზაციის დამაარსებელია ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია.  პლატფორმა ჯერ კიდეც მაისში დაარსდა და უკვე ბევრი თანამოაზრე ჰყავს. მათ შორისაა ფიზიკოსი გია დვალი; მწერალი და დრამატურგი ნინო ხარატიშვილი; მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი; ისტორიის პროფესორი ნიკოლოზ ალექსიძე; ექიმი და პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი; ევრო-ინტეგრაციის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი.

                                                                                                                             

რა მიზანი აქვს პლატფორმას?

ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა, მაგრამ სტატუსის მოსაპოვებლად მონდომება გვჭირდება. პლატფორმის მიზანია, რომ საქართველოს მთავრობა და თითოეული მოქალაქე დაარწმუნოს, რომ კანდიდატის სტატუსი მნიშვნელოვანია და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს ანახოს, რომ საქართველო მზადაა მათი წევრი გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ მათი პლატფორმა საზოგადოებრივია, უნდათ, რომ წვლილი შეიტანონ პოლიტიკურ პროცესებში და მთავრობის წარმომადგენლებს აზრი შეაცვლევინონ.

„ჩვენ არ გვაქვს არჩეული პოლიტიკური მიმართულება და არც მომავალში ვაპირებთ. გვაქვს სამოქალაქო პლატფორმა, ჩვენი საკუთარი წესდებით, მაგრამ მიუხედავად ამისა გვინდა, რომ ჩვენმა ქმედებებმა წვლილი შეიტანოს პოლიტიკურ პროცესებში“ - ნინო ლობჯარია

ნინო ლობჯარიას თქმით, მოქმედება ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ამ მომენტშია, რადგან ევროკავშირის კარი ჩვენთვის ღიაა, მაგრამ საკმარისად მომზადებულები არ ვართ. ზუსტად მაშინ დავხვდით დასუსტებულები ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას, როცა შანსი მოგვცეს.

 

რატომ გვჭირდება კანდიდატის სტატუსის მოპოვება? - რა მიზეზებს ასახელებს ორგანიზაცია

  • გვჭირდება, რადგან შევძლოთ დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება;
  • უკეთესი მომავლის შესაქმნელად;
  • გვჭირდება, რადგან უფრო მეტი სტიმული გვქონდეს;
  • უფრო კარგად შევძლებთ თავის დაცვას;
  • უფრო მეტს ვიბრძოლებთ;
  • გავხდებით უფრო მობილიზებულები.

პლატფორმის წევრები თვლიან, რომ საქართველო დემოკრატიას ევროინტეგრაციის გარეშე ვერ მიაღწევს. ისტორიიდან გამომდარე ყოველთვის ასე იყო და მომავალშიც ასე იქნება.

„ევროპის გარეშე ვერ შევქმით დემოკრატიას, ისტორიიდან გამომდინარე, ვერც ერთი დემოკრატიული ნაბიჯი ვერ გადავდგით ევროპის გარეშე“ - გია დვალი

 

                   როგორ აპირებენ ამ მიზნის განხორციელებას?

  • ორგანიზაციის წევრები ივლიან საქართველოს ყველა რეგიონში და მოქალაქეებისთვის ჩაატარებენ ღონისძიებებს, სადაც ისაუბრებენ კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე;
  • აპირებენ, რომ მოქალაქეებს ჩააწერინონ 1 წუთიანი ვიდეოები, სახელწოდებით - „რას ეტყოდი ევროკავშირი ქვეყნის წევრების ლიდერებს“;
  • მას შემდეგ, რაც მოსახლეობის უმეტესობა გაიაზრებს სტატუსის მნიშვნელობას, ჩავლენ ევროკავშირის ქვეყნებში და მათ ლიდერებს მოასმენინებენ ხალხის ვიდეო მიმართვებს;
  • აპირებენ, რომ შეხვედრები გამართონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც და მათ ლიდერებს აუხსნან, რომ საქართველო მზადაა კანდიდატის სტატუსის მისაღებად

მათი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ხალხის დიდი ნაწილი ხვდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ევროინტეგრაცია საქართველოში, ბევრს მაინც სჭირდება ცნობიერების ამაღლება, რისთვისაც ყველაფერს გააკეთებენ.

„მე როგორც მუსიკოსს ბევრი მიცნობს და მენდობა. გუნდთან ერთად ვივლი მთელ საქართველოში და ყველანაირი ხერხით ვცდი ხალხის ცნობიერების ამაღლებას. როგორც მუსიკის დახმარებით, ასევე საუბრით.“ - ნიკოლოზ რაჭველი

ორგანიზაციის წევრები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ხელს უშლის სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსის მიღებას და ყველაფერი კეთდება ამ პროცესის შესაჩერებლად, ამიტომ ხალხმა უნდა იმოქმედოს.

„ხელისუფლებას არ უნდა კანდიდატის სტატუსის მოპოვება და ყველანაირად უშლის ხელს ამ პროცესს, მაგრამ ხალხი ხვდება, რომ გვჭირდება, ამიტომ ერთად უნდა ვიმოქმედოთ:“ - კახა გოგოლაშვილი

 

                                  რას მოუწოდებს ორგანიზაცია ხალხს?

ორგანიზაციის წევრები ხალხს მოუწოდებენ, რომ ჩაერთონ ამ პროცესში, თვალი ადევნონ სიახლეებს და მობილიზდნენ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, რადგან ეს საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია. აუცილებელია პროტესტი, აქციები და არჩევნებზე სწორი გადაწყვეტილების მიღება.

„ამ ეტაპზე ევროინტეგრაციის პროცესის ყველაზე დიდი დაბრკოლება დღევანდელი ხელისუფლებაა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად“ - ნიკოლოზ ალექსიძე

ორგანიზაცია ხალხს მოუწოდებს ბრძოლისკენ, რადგან ამის გარეშე ვერ მივაღწევთ იმას, რაც გვინდა.

„ყოველთვის გვიწევდა ჩვენი იდენტობის შესანარჩუნებლად ბრძოლა და არც ახლა არ უნდა დავნებდეთ, რადგან ახლა ბრძოლა ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა ქვეყნის კეთლდღეობისთვის“ - ნინო ხარატიშვილი

 

ავტორი: მარიამ ჯიღაურიშვილი