რაზე ისაუბრა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ( CCTV) ექსკლუზიურ ინტერვიუში

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული გადაწყვეტილებაა და ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება,– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ( CCTV) ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს ჩინეთში მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ისტორიული ვიზიტის შემდეგ, საქართველოში კონკრეტული, ხელშესახები შედეგებით ბრუნდება.


„ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა პრეზიდენტ სი ძინპინთან. ეს ჩემი პირველი შეხვედრა იყო მასთან. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო გულწრფელი მადლიერება მისდამი ჩინეთში მოწვევისთვის. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო არსებული ურთიერთობის შემდეგ დონეზე აყვანის გადაწყვეტილება, რომელიც ერთად მივიღეთ.. ამდენად, საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ, რაც მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება ეს ძალიან მნიშვნელოვანი და, მე ვიტყოდი, ისტორიული გადაწყვეტილება.
ამიტომ, ნამდვილად კმაყოფილი ვარ, ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს შესაძლებელი გავხადეთ. დღეს სიამაყით ვამბობ, რომ ჩინეთი და საქართველო უკვე სტრატეგიული პარტნიორები არიან. ამიტომ, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ეს ისტორიული ვიზიტია და შინ კონკრეტული, ხელშესახები შედეგებით ვბრუნდები“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ–მინისტრის თქმით, ორმხრივ შეხვედრაზე გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაზე, ასევე მმართველობისა და სხვა ინიციატივების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც ჩინეთიდან და პრეზიდენტ სი ძინპინისგან მოდის.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ჩინეთის მთავრობასთან და პრეზიდენტ სი ძინპინთან ორმხრივი კავშირების, ურთიერთობის, მეგობრობისა და ნდობის გაძლიერებით დაინტერესებულია.

„გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ პრეზიდენტი სი ძინპინი ჭეშმარიტად სამაგალითო ლიდერია. ის მასშტაბური ხედვის მქონე, ბრძენი ადამიანია, რომელმაც დიდი საქმეები აკეთა თავისი დიდი ერისთვის. ის ძალიან ამბიციურ პროექტებსა და რეფორმებს ახორციელებს თქვენი ქვეყნისა და ერისთვის.
მიმაჩნია, რომ ის შთაგონების მომცემი ლიდერია. ორმხრივი შეხვედრისას ვისაუბრეთ გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობის, მმართველობისა და სხვა ინიციატივების შესახებ, რომლებიც ჩინეთიდან და პრეზიდენტ სი ძინპინისგან მოდის.ძალიან დაინტერესებული ვარ ჩვენი ორმხრივი კავშირების, ურთიერთობის, მეგობრობისა და ნდობის გაძლიერებით ჩინეთის მთავრობასთან და პრეზიდენტ სი ძინპინთან. გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ სი ძინპინის ინიციატივებს და აქვე გეტყვით რატომ. ყველა მისი ინიციატივა მშვიდობისკენ, პროგრესისკენ, მოდერნიზაციისკენ, კეთილდღეობისა და განვითარებისკენ არის მიმართული. მიმაჩნია, რომ ეს შესანიშნავია! სწორედ ეს სჭირდება მსოფლიოს დღეს. მსოფლიოს დღეს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა სჭირდება! ყველა ერზე ვამბობ, ეს მთელ პლანეტას სჭირდება!
პრეზიდენტ სი ძინპინის ინიციატივები, ვიტყოდი, ჭეშმარიტად გამორჩეულია. მიმაჩნია, რომ ეს ინიციატივები შთაგონების წყარო იქნება ბევრი ერისა და ქვეყნისთვის“,– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო ძველი აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილი იყო და ამიტომ, ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.

„სრულად ვუჭერ მხარს პრეზიდენტ სი ძინპინის ინიციატივებს. თქვენ ახსენეთ გლობალური განვითარების ინიციატივა, გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა, გლობალური ცივილიზაციის ინიციატივა. მინდა ასევე გითხრათ რომ, ალბათ, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიყავით, ვინც „სარტყლისა და გზის“ ინიციატივას შეუერთდა. ეს პრეზიდენტ სი ძინპინის ინიციატივა იყო.. ინფორმაციისთვის მინდა გითხრათ, რომ 2015 წელს ამ გადაწყვეტილებაზე გამოხმაურებისა და ჩვენი მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით, დავაფუძნე „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“. როგორც მოგეხსენებათ, საქართველო ძველი აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილი იყო. ამიტომ, ჩვენთვის, საქართველოსთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ყველა ეს ინიციატივა შესანიშნავია! არაჩვეულებრივი იდეებია, კრეატიული იდეებია და უკავშირდება მხოლოდ მშვიდობას, კეთილდღეობას და სტაბილურობას. სულ უფრო მეტი ქვეყანა მიიღებს ინსპირაციას აქედან და მიემხრობა ამ ინიციატივებს“– განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ბუნებრივად აქვს შესაძლებლობა და პოტენციალი, მოახდინოს პოციზიონირება როგორც ჰაბმა.

„უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ საქართველოს უნიკალური მდებარეობა აქვს. მას უნიკალური გეო-სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს და აღმოსავლეთს აკავშირებს დასავლეთთან. თან ეს ყველაზე მოკლე მარშრუტია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მაგალითად, დაახლოებით, 15 დღე სჭირდება საქონლის ტრანსპორტირებას ჩინეთიდან ევროპამდე. ამას ვამბობ ტრანსპორტირების სხვა საშუალებებთან შედარებით, - მაგალითად, საზღვაო გადაზიდვებს 45 დღე სჭირდება. ამიტომ, სხვაობა დიდია. პოტენციალი დიდია შუა დერეფნის განვითარებისთვის. ეს მიმართულება რამდენიმე ქვეყანას მოიცავს - ყაზახეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს.
ახლა გეტყვით ჩვენი ხედვის თაობაზე. საქართველომ ხელი მოაწერა გზამკვლევს ყაზახეთთან და აზერბაიჯანთან. სრული გაგება გვაქვს იმის თაობაზე, თუ როგორ გავზარდოთ ამ დერეფნის წარმადობა, როგორ გავზარდოთ რკინიგზის, პორტებისა და სხვა ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობა.
საქართველოში მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალი. ახლა ვაპირებთ დავიწყოთ დიდი საპორტო პროექტი, ღრმაწყლოვანი პორტი, ანაკლია მაქვს მხედველობაში. ყველა 9 ფაზის განხორციელების შემდეგ, მისი წარმადობა დაახლოებით 100 მილიონი ტონა იქნება. რა თქმა უნდა, ვახორციელებთ რკინიგზის მოდერნიზებას, რასაც ჩინური კომპანია ასრულებს. აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნულ მაგისტრალსაც ჩინური კომპანიები აშენებენ. უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ეფექტიანად მუშაობენ და ფასებიც კონკურენტული აქვთ. ჩვენ კმაყოფილი ვართ საქართველოში მათი მუშაობით. . საქართველოს ბუნებრივად აქვს შესაძლებლობა და პოტენციალი, რომ პოციზიონირება მოახდინოს როგორც ჰაბმა. მხედველობაში მაქვს ტრანსპორტისა და ლოგისტიკური ჰაბი ან ენერგეტიკული ჰაბი, ან ავიაციის ჰაბი. ჩვენ ასევე გვინდა ახალი აეროპორტის მშენებლობა დავიწყოთ, საუბარია მსოფლიო კლასის საერთაშორისო აეროპორტზე. თუნდაც, ჩინურ საავიაციო კომპანიებს შეიძლება ჰქონდეთ ტერმინალები და სხვა შესაძლებლობები. მიმაჩნია, რომ ეს არის სარტყლისა და გზის ინიციატივის ფარგლებში. შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანია. ახლო მომავალში ის იქცევა ძალიან საინტერესო ალტერნატიულ მარშრუტად. უნდა ვიყოთ კრეატიული, უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად და, რა თქმა უნდა, სრული კოორდინაცია, სრული გახსნილობა და გამჭვირვალობა გვჭირდება“,– განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ახლო მომავალში შუა დერეფანი იქცევა ძალიან საინტერესო ალტერნატიულ მარშრუტად და ამისთვის საჭიროა კრეატიულობა და სწრაფი მოქმედება.

„საქართველოს ბუნებრივად აქვს შესაძლებლობა და პოტენციალი, რომ პოციზიონირება მოახდინოს როგორც ჰაბმა. მხედველობაში მაქვს ტრანსპორტისა და ლოგისტიკური ჰაბი ან ენერგეტიკული ჰაბი, ან ავიაციის ჰაბი. ჩვენ ასევე გვინდა ახალი აეროპორტის მშენებლობა დავიწყოთ, საუბარია მსოფლიო კლასის საერთაშორისო აეროპორტზე. თუნდაც, ჩინურ საავიაციო კომპანიებს შეიძლება ჰქონდეთ ტერმინალები და სხვა შესაძლებლობები. მიმაჩნია, რომ ეს არის სარტყლისა და გზის ინიციატივის ფარგლებში. შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანია. ახლო მომავალში ის იქცევა ძალიან საინტერესო ალტერნატიულ მარშრუტად. უნდა ვიყოთ კრეატიული, უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად და, რა თქმა უნდა, სრული კოორდინაცია, სრული გახსნილობა და გამჭვირვალობა გვჭირდება“,– განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მიმდინარე წლის მაისში თქვენ საჯარო გამოსვლისას ბრძანეთ, რომ საქართველოს, „ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ჩინეთთან“. თქვენ იქვე ახსენეთ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, რომელსაც 2018 წელს მოეწერა ხელი. ეს პირველი შეთანხმება იყო, რომელიც ჩინეთსა და ევრაზიულ ქვეყანას შორის გაფორმდა, რის შემდეგაც სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის მნიშვნელოვნად - 400-ჯერ გაიზარდა– ასე მიმართა ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის წამყვანმა ჟურნალისტმა წოუ იუნმა საქართველოს პრემიერ–მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ექსკლუზიური ინტერვიუს დროს.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პირველი ვადით პრემიერ–მინისტრობის დროს, სწორედ მან დაიწო ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები.

დასმული კითხვის საპასუხოდ, სამომავლოდ, რომელ სფეროებშია თანამშრომლობის უფრო დიდი პოტენციალი, მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ თუ გაგრძელდება მეტი ხარისხიანი პროდუქციის ექსპორტი ჩინეთში და ჩინეთიდან საქართველოში, ჩინეთი თავისუფლად შეიძლება გახდეს რიგით პირველი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის.

„ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, სწორედ მე დავიწყე მოლაპარაკებების წარმოება. საუბარი მაქვს ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ გამართულ მოლაპარაკებებზე. ეს 2015 წელს ხდებოდა. ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველო და ჩინეთი გააფართოებდნენ პირველ შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევრაზიის რეგიონიდან. ამდენად, გვქონდა პრივილეგია და გაგვიმართლა, რომ ასეთი შეთანხმება გაფორმდა. თან, როგორც თქვენ ბრძანეთ, ამის შედეგი ძალიან ხელშესახებია. სავაჭრო ბრუნვა 400 პროცენტით გაიზარდა, როგორც თქვენ ბრძანეთ.. ჩინეთი ძალიან სწრაფად გახდა რიგით მესამე სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის. რადგან თქვენ პოტენციალი იკითხეთ და დაინტერესდით, კიდევ რა მიმართულებით შეიძლება მისი ათვისება, გეტყვით, რომ თუ გავაგრძელებთ საქონლის - მეტი ხარისხიანი პროდუქციის - ექსპორტს ჩინეთში და ჩინეთიდან აქეთ, ის თავისუფლად შეიძლება გახდეს რიგით პირველი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის. ამის პოტენციალი დიდია. მჯერა ამ პოტენციალის და სწორედ ამიტომ ვარ ასე დაინტერესებული ამ და სხვა შესაძლებლობებით, რომლებიც თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებიდან მომდინარეობს. რა თქმა უნდა, ჩინეთი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ამიტომ, სრულად ვუჭერთ მხარს ვაჭრობის ზრდას და ეკონომიკურ ურთიერთობებს ჩინეთთან. ქართულ ბიზნესს მოვუწოდე, მეტი ურთიერთობები აწარმოონ ჩინეთთან, ჩინურ კომპანიებთან, მეტი საქონლი, ღვინო და სხვა პროდუქცია გაიტანონ ექსპორტზე. ამდენად, დიდია პოტენციალი ამ მიმართულებით.“,– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ტურიზმის სფეროში ჩვენი ქვეყნის მზარდ პოტენციალს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველო პატარა, მაგრამ უნიკალური ქვეყანაა უნიკალური კულტურით, ხალხით, სტუმართმოყვარეობით, ღვინით და ულამაზესი ბუნებით.


„საქართველო ნამდვილად არის ღვინის სამშობლო. ჩვენ ვამაყობთ ამით და, რა თქმა უნდა, მისი პოპულარიზაცია უნდა მოვახდინოთ ჩინეთში. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, თუნდაც ტურისტული ცენტრების გახსნას ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში, ქართული ღვინისა და ზოგადად საქართველოს უფრო აქტიურ პოპულარიზაციას. ეს შეიძლება ჩინელი ტურისტებისთვისაც საინტერესო იყოს. საქართველო ლამაზი ქვეყანაა, პატარა ქვეყანაა, მაგრამ უნიკალური, ასე ვიტყოდი. მას უნიკალური კულტურა აქვს, უნიკალური ხალხით, სტუმართმოყვარეობით, ღვინითა და ულამაზესი ბუნებით.. საქართველოში 22 კლიმატური ზონაა. ერთ ადგილასაა ყველაფერი თავმოყრილი, - გვაქვს უდაბნო, სუბტროპიკული ზონა, მთები, შავი ზღვა, როგორც იცით , მდინარეები - 26 000 მდინარე - და ტბები. ამიტომ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ საქართველო უნიკალური ადგილია სანახავად.. ტურისტიც ბევრი გვყავს. პანდემიამდე, წელიწადში, 9.3 მილიონი ადამიანი სტუმრობდა ქვეყანას. საქართველოს მოსახლეობა მხოლოდ 3.7 მილიონია. ამიტომ, პოტენციალი დიდია ამ მიმართულებით.. ჩინეთის მეტი მოქალაქე გვინდა ვიხილოთ საქართველოში ტურისტად ჩამოსული. საუბარი მაქვს ტურისტულ ჯგუფებსა და ტურისტულ სააგენტოებზე, რომლებმაც შეიძლება წარმომადგენლობები გახსნან და ქვეყნის პოპულარიზაცია მოახდინონ. რა თქმა უნდა, მეტი ქართველიც უნდა ეწვიოს ჩინეთს - თქვენს მშვენიერ, უნიკალურ ქვეყანას. მაგრამ, ღვინო ნამდვილად ჩვენი სიამაყეა. საქართველომ მისცა მსოფლიოს ღვინო და ჩვენ ვამაყობთ ამით.“,– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა პეკინში გამართულ ბიზნეს ფორუმზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ჩინეთში ბევრი რამის ექსპორტი შეუძლია და ახალი ერა, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებში დაიწყო, წაახალისებს მეტ კავშირს ბიზნესებს შორის ჩინეთსა და საქართველოში.


„ბევრი რამის ექსპორტი შეგვიძლია. ჩინეთში შეიძლება ქართული აგრარული პროდუქციის შემოტანა. ჩვენ ვაწარმოებთ ხარისხიან აგრარულ და სხვა საქონელს - ოქროს, სპილენძს და სხვ. შესაძლებლობები მრავალგვარია. თუ ბიზნესის მეტი წარმომადგენელი დაინტერესდა, დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ერა, რომელიც ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში ახლა დაიწყო, წაახალისებს მეტ კავშირს ბიზნესებს შორის ჩინეთსა და საქართველოში.
დღეს შედგა ჩვენი ბიზნესფორუმი. მე ქართული ბიზნესსაზოგადოების წევრები მახლავს ამ ვიზიტში. საუბარი მაქვს ქართულ კომპანიებზე. რაც შეეხება ჩინურ კომპანიებს, ვრცელი პრეზენტაცია მქონდა საქართველოს, ჩვენი ქვეყნის, შესახებ. მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის კრიტერიუმების თანახმად, მსოფლიოში მე-7 ადგილზე ვართ.. ამასთანავე, საგადასახადო წნეხის სიმცირის მიხედვით, მსოფლიოში მე-3 ადგილზე ვართ, რადგან საგადასახადო განაკვეთები და გადასახადების რაოდენობა ჩვენთან ძალიან დაბალია, ბიუროკრატიის მაჩვენებელიც დაბალია, კორუფციის დონეც დაბალია. რაც შეეხება გამჭვირვალობას, 1-ელ ადგილზე ვართ ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ეკონომიკა გვაქვს. ამ ნიშნით მე-15 ადგილზე ვართ გლობალურად. ყოველივე ეს მეტ მიმზიდველობას ანიჭებს ქვეყანას. უკვე ვახსენე, რომ საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება აქვს გაფორმებული 2.3-მილიარდიან სამომხმარებლო ბაზართან. მაგალითად, ევროკავშირთან ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმით ვსარგებლობთ, რადგან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გვაქვს გაფორმებული ევროკავშირთან. თეორიულად, თუ ჩინური სამრეწველო ან სხვა ტიპის კომპანიები ფილიალებს - ქარხნებს ან საკომპლექტაციო საწარმოებს - საქართველოში გახსნიან, მათ თავისუფლად, საგადასახადო ბარიერების გარეშე, შეეძლებათ საქონლის ექსპორტი ევროკავშირში. მათ გადასახადების გადახდა არ მოუწევთ ექსპორტის მიმართულებით.. საქართველოს სხვა მიმზიდველი ფაქტორებიც დავასახელე. ქვეყანას ჰყავს ბიზნესისადმი კეთილგანწყობილი მთავრობა. ჩემი მთავრობა ბიზნესისადმი ძალიან მეგობრულია, ძალიან გახსნილია. მაქსიმალურ მხარდაჭერას და კომფორტს ვუქმნით ჩინურ კომპანიებს“,– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


როგორც პრემიერ–მინისტრმა აღნიშნა, ჩინეთსა და საქართველოს შორის ხალხთა შორის კავშირების და მეგობრობის ისტორია ხანგრძლივია.

„ჩემთვის ეს იყო კიდევ ერთი სასიხარულო ჟესტი და კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო მადლიერება პრეზიდენტისა და პეკინის უნივერსიტეტის თავმჯდომარის მიმართ, რადგან ჩვენთვის დიდი შოთა რუსთაველი ის პოეტია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში. ის გვასწავლის სიკეთეს, ღირებულებებს, საყოველთაო ღირებულებებს - სიბრძნეს, მეგობრობას, ერთგულებას. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან სიმბოლური ჟესტია ჩინეთის მხრიდან, რაც არასოდეს დაგვავიწყდება“,– აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.

პრემიერ–მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მშვიდობაზეა ორიენტირებული და ამ პრაგმატული, კონსტრუქციული პოლიტიკით სვლას გააგრძელებენ, რაც მიზნად ისახავს არსებული პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაჭრას.

„ჩემი მთავრობა მშვიდობაზეა ორიენტირებული. ჩვენ გვსურს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა ჩვენი ხალხისთვის. ჩვენ ნამდვილად შევძელით ბოლო 10 წლის განმავლობაში მშვიდობის შენარჩუნება საქართველოში. ეს არის ერთადერთი უწყვეტი მშვიდობიანი და სტაბილური არსებობის პერიოდი. ამიტომ, გავაგრძელებთ ამ პოლიტიკით სვლას, ამ პრაგმატული, კონსტრუქციული პოლიტიკით სვლას, რაც მიზნად ისახავს ჩვენი პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაჭრას. ამდენად, ჩემი ხედვა საქართველოსთან მიმართებით გულისხმობს მეტი კეთილდღეობის, მეტი განვითარებისა და წინსვლის, სწრაფი მოდერნიზაციისა და ტრანსფორმაციის უზრუნველყოფას ჩვენი ხალხისთვის. საქართველო შეიძლება იქცეს მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის ქვეყნად.“,– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, რას ფიქრობს მშვიდობის და კეთილდღეობის უზრუნველსაოფად ჩინეთის მიერ არჩეულ მოდერნიზაციის გზაზე, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ჩინეთმა სწრაფი ცვლილება განიცადა და მიმდინარე მოდერნიზაციის პროცესი ძალიან შთამბეჭდავია.

„ჩინეთმა ძალიან სწრაფი ცვლილება განიცადა. ამჟამად, მიმდინარე მოდერნიზაციის პროცესი ნამდვილად ძალიან შთამბეჭდავია. კვლავაც, ეს მომდინარეობს პრეზიდენტი სი ძინპინისგან, მისი პოლიტიკიდან და ინიციატივებიდან, რასაც მეტი კეთილდეობა მოაქვს ჩინელი ხალხისთვის. ეს შეიძლება იქცეს ინსპირაციად სხვა ქვეყნებისა და ერებისთვის. ასე მაგალითად, პირველად ჩინეთში 2015 წელს ვიყავი. მას შემდეგ ცვლილებებს მრავლად ვხედავთ ყოველწლიურად. დიდია გაუმჯობესების მასშტაბი. ზრდა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და მიმაჩნია, რომ ყოველივე ეს ძალიან კარგია, ძალიან შთამბეჭდავია! ამდენად, მინდა მოგიწონოთ და მოგილოცოთ კიდევ ერთხელ ყოველივე ის, რასაც მიაღწიეთ ბოლო ათწლეულში, განსაკუთრებით პრეზიდენტ სი ძინპინის ლიდერობის პერიოდში“,– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ–მინისტრმა აღნიშნა, რომ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ჩინური კომპანიები მუშაობენ და საქართველოს მთავრობა მათი მუშაობით კმაყოფილია.

„საქართველოში მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალი. ახლა ვაპირებთ დავიწყოთ დიდი საპორტო პროექტი, ღრმაწყლოვანი პორტი, ანაკლია მაქვს მხედველობაში. ყველა 9 ფაზის განხორციელების შემდეგ, მისი წარმადობა დაახლოებით 100 მილიონი ტონა იქნება. რა თქმა უნდა, ვახორციელებთ რკინიგზის მოდერნიზებას, რასაც ჩინური კომპანია ასრულებს. აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნულ მაგისტრალსაც ჩინური კომპანიები აშენებენ. უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ეფექტიანად მუშაობენ და ფასებიც კონკურენტული აქვთ. ჩვენ კმაყოფილი ვართ საქართველოში მათი მუშაობით.“,– განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.