ვინ დაამარცხებს ერდოღანს - წინასაარჩევნო გამოკითხვა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თურქეთში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ქემალ კილიჩდაროღლუ ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს უსწრებს.

თურქული მედიის ინფორმაციით, „მოტო ენდ ბულგუ რისერჩის“ მიერ აპრილში ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, ქემალ კილიჩდაროღლუს ამომარჩევლების 49.5 პროცენტი უჭერს მხარს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს კი 41.5 პროცენტი. მესამე ადგილზეა მუჰარემ ინჯე, 6.5 პროცენტით, მეოთხეზე კი – სინან ოღანი, 2.5 პროცენტით.

ამასთან, თურქული მედიის ცნობით, კითხვაზე, თუ რომელ კანდიდატს დაუჭერდა მხარს მეორე ტურის შემთხვევაში, ხმების 51.4 პროცენტი ქემალ კილიჩდაროღლუს აქვს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს კი 40.9 პროცენტი აქვს. რაც შეეხება პარტიების რეიტინგებს, ამომრჩეველთა 34.2 პროცენტი მმართველ „სამართლიანობის და განვითარების“ პარტიას უჭერს მხარს, 33 პროცენტი კი ოპოზიციურ „რესპუბლიკურ სახალხო პარტიას.“

თურქული მედიის ცნობით, 26 პროვინციაში ტელეფონით გამოიკითხა 2 400 ადამიანი, ცდომილების ზღვარი კი, 2 პროცენტია.