კამპანია "ჩემი ხმა", რომელიც უცხოური ფულით ფინანსდება, უხეშად უპირისპირდება საარჩევნო პრინციპებს - ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კამპანია "ჩემი ხმა", არის საარჩევნო კამპანია და არა სადამკვირვებლო მისია, ისინი პირდაპირ აწარმოებენ აგიტაციას კონკრეტული ძალების სასარგებლოდ და კონკრეტული პოლიტიკური ძალის საწინააღმდეგოდ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ზოგადად, სამწუხაროა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო უცხოური ჩარევის ფონზე, თუმცა ეს არჩევნების შედეგებზე ვერ აისახება.

 „ეს კამპანია, რომელიც უცხოური ფულით ფინანსდება, უხეშად უპირისპირდება საარჩევნო პრინციპებს. რეალურად, ეს არის საარჩევნო კამპანია და არა სადამკვირვებლო მისია. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ მათი საარჩევნო, სააგიტაციო მასალებიც, სადაც ისინი პირდაპირ აწარმოებენ აგიტაციას კონკრეტული ძალების სასარგებლოდ და კონკრეტული პოლიტიკური ძალის საწინააღმდეგოდ. ერთი უხეში დარღვევა არის ის, რომ საარჩევნო კამპანია ფინანსდება უცხოური ფულით და მეორე, საინტერესო არის ის, რომ ამ კამპანიაში არიან ჩართულები ე.წ. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები. ანუ, არის ორგანიზაცია, რომელსაც აქვს ფორმალურად პრეტენზია, რომ უნდა იყოს ნეიტრალური დამკვირვებელი და ამ დროს ის პირდაპირ არის ჩართული საარჩევნო აგიტაციაში, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ და კონკრეტული პოლიტიკური ძალის საწინააღმდეგოდ. ეს არის საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა და ამ უხეში დარღვევის უცხოური დაფინანსება არის დამატებით საარჩევნო პრინციპების დარღვევა. ზოგადად, სამწუხარო არის ის, რომ ეს არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო უცხოური ჩარევის ფონზე. კარგი არის ის, რომ ეს უცხოური უპრეცედენტო ჩარევა, რაც ეწინააღმდეგება საარჩევნო პრინციპებს, ვერ აისახება არჩევნების შედეგებზე,“- განაცხადა პრემიერმა.