ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ საქართველოში ლიბერალურ ფაშიზმს - ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ლიბერალური ფაშიზმი უნდა დამთავრდეს საქართველოში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნების შემდეგ ლიბერალური ფაშიზმი საბოლოოდ დასრულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ლიბერალური ფაშიზმი არის ისეთივე მიუღებელი იდეოლოგია და მიმდინარეობა, როგორიც იყო ბოლშევიზმი 100 წლის წინ.
„თქვენ იცით, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენელზე იყო ვერბალური თავდასხმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში და ეს ყველაფერი დასრულდა ფატალური შედეგით. ეს არის ლიბერალური ფაშიზმი და აქ არ შეიძლება არავითარი ორმაგი სტანდარტების დაშვება. სადაც ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს, სადაც ვიღაც იწონებს ფიზიკურ თუ ვერბალურ თავდასხმას ადამიანებზე, იქ უკვე ღრმავდება ასეთი პროცესები. შესაბამისად, ყველას მოვუწოდებ, ნუ იმოქმედებენ ორმაგი სტანდარტებით. ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ საქართველოში ლიბერალურ ფაშიზმს, რაც არის აბსოლუტურად ისეთივე მიუღებელი იდეოლოგია და მიმდინარეობა, როგორიც იყო ბოლშევიზმი 100 წლის წინ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.