აქონდროპლაზიის დიაგნოზის საკითზე ზურაბიშვილი ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა მინისტრისაგან მოისმინა ინფორმაცია აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობისა და სამინისტროს სამოქმედო გეგმების შესახებ.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი გუშინ ათონელის რეზიდენციაში იმ მშობლებსაც შეხვდა, რომლებიც უკვე კვირაზე მეტია საკუთარი შვილებისთვის საჭირო მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანას და დაფინანსებას, მთავრობის ადმინისტრაციასთან ითხოვენ. შეხვედრის შემდეგ, მშობლებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტი მათ დახმარებას დაპირდა.