ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია ე.წ. მინისტრთა კაბინეტის დათხოვნას ითხოვს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიცია დე ფაქტო პრეზიდენტისგან, ასლან ბჟანიასგან ე.წ. მინისტრთა კაბინეტის დათხოვნას მოითხოვს. ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს.

"თუ ორი კვირის განმავლობაში სახელმწიფოს მეთაური არ შეასრულებს ჩვენს ყველა მოთხოვნას და არ მოაწერს ხელს ბრძანებას ანტიეროვნული მინისტრთა კაბინეტის გადადგომის შესახებ, პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები გამოაცხადებენ ქალაქ სოხუმში საპროტესტო აქციის თარიღს", - თქვა ვეტერანთა ორგანიზაციის, "არუაას" ლიდერმა თემურ გულიამ.

"მთავრობის" გადადგომის გარდა, ოპოზიცია ასევე ითხოვს რუსეთისთვის ბიჭვინთის ობიექტების გადაცემაზე შეთანხმების გამოწვევას და რუსეთთან გაფორმებული იმ შეთანხმების გაუქმებასაც ითხოვს, რომელიც ეკონომიკურ საქმეებზე და საარბიტრაჟო დავებზე გადაწყვეტილებების აღსრულებას ეხება.

განცხადება შვიდი პარტიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის - "არუაას", აფხაზეთის სახალხო მოძრაობის, აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმის, "აფსნი", "აამთა", "ერთობისა" და "ახაცას" ლიდერებმა გააკეთეს.