სუდანიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სუდანიდან გამოყვანილი საქართველოს მოქალაქეები უახლოეს დღეებში სამშობლოში დაბრუნდებიან. 35-მდე მოქალაქე ამ დროისთვის ეგვიპტეში იმყოფება. ისინი დღეს თურქეთის მიმართულებით გაფრინდებიან და შემდეგ უკვე საქართველოში ჩამოვლენ.

"მაი ვეი ეარლაინსის" დირექტორი, რატი ბაკურაძე ამბობს, რომ 27 აპრილს მათი თანამშრომლები კაიროდან საქართველოში გამოფრინდებიან, მანამდე კი სასტუმროში რჩებიან.

"განხორციელდა ევაკუაცია ხართუმიდან ავტობუსით ეგვიპტის საზღვრის მიმართულებით, ეგვიპტის საზღვარი გადაკვეთეს დღეს დილით, დაახლოებით 8 საათზე, მათი საქართველოში გამომგზავრება იგეგმება ხვალ საღამოს "ჯეო სქაის" თანამშრომლების, ზეგ შუადღეს "მაი ვეის" თანამშრომლების", - თქვა "ჯეო სქაის" გენერალურმა დირექტორმა, შალვა კიკნაძემ.

უკრაინაში ამბობენ,რომ სუდანიდან უკრაინის, საქართველოსა და პერუს მოქალაქეების ევაკუაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს დახმარებით განხორციელდა, თუმცა ამ ფაქტის შესახებ ოფიციალური თბილისი ამ დრომდე დუმს და ქართველების ევაკუაციის პროცესში მეგობარი უკრაინის როლზე არაფერს ამბობს