ახალი სპორტის სასახლე დასრულებულია და მზად ვართ „ევრობასკეტს“ ვუმასპინძლოთ - ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ახალი სპორტის სასახლე დასრულებულია და მზად ვართ, რომ „ევრობასკეტს“ ვუმასპინძლოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში, ახლად აშენებული სპორტის სასახლის დათვალიერების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მშენებელ კომპანიას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კომპანიამ რეკორდულ დროში ააშენა უნიკალური კომპლექსი.

„მე მინდა ჩვენს მოქალაქეებს ვაცნობო, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის, რომ „ევრობასკეტს“ ვუმასპინძლოთ, რომელიც 1-ელ სექტემბერს გაიმართება. მანამდე, 4 ივლისს, სატესტო მატჩი გაიმართება, ეს ახალი დარბაზი არის დასრულებული და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მზად ვართ, რომ მივიღოთ და ვუმასპინძლოთ „ევრობასკეტს“. მე მინდა მადლობა გადავუხადო კულტურის და სპორტის სამინისტროს, ასევე , მადლობა მინდა გადავუხადო მშენებელ კომპანიას, რომელმაც, შეიძლება ითქვას, რომ რეკორდულ დროში მოასწრო და ააშენა ეს არაჩვეულებრივი, უნიკალური კომპლექსი და მე მინდა ჩვენს მაყურებლებს, სპორტის გულშემატკივრებს მივულოცო დღევანდელი დღე“,- აღნიშნა პრემიერმა.