სამწუხაროა, რომ ქალბატონი სალომე პირდაპირ იმეორებს ქვეყნის მტრების განცხადებებს და მათ ნარატივში ჩაჯდა - პრემიერი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამწუხაროა ის, რომ ქალბატონი სალომე პირდაპირ იმეორებს დესტრუქციული, მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებებს და მათ ნარატივში ჩაჯდა. იმედი მაქს, ის უკეთ გაერკვევა მთავრობის მუშაობაში, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში მთავრობის ადმინისტრაციამ საზღვარგარეთ ვიზიტების შესახებ პრეზიდენტის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა.

„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ყველა ოფიციალურ მომართვას, რაც მივიღეთ პრეზიდენტისგან ხელი მოვაწერე და ყველა მისი თხოვნა დავაკმაყოფილე. გახსოვთ, რომ ქალბატონი პრეზიდენტი იმყოფებოდა გერმანიაში, საფრანგეთში, ახლა იტალიაში იყო. საკვირველია, რომ თავად ეს განცხადება ქალბატონმა სალომემ გააკეთა ბრიუსელიდან. კითხვას ვუსვამ ყველას -თუ მთავრობა ბლოკავს პრეზიდენტს, როგორც ითქვა, და არსად უშვებს, მაშინ როგორ აღმოჩნდა პრეზიდენტი ევროპის დედაქალაქში, ბრიუსელში? რაც შეეხება სხვა ქვეყნებში ვიზიტს, მინდა მოქალაქეების განვუმარტო სრული პასუხისმგებლობით - დღეის მდგომარეობით, არავითარი მომართვა სხვა ქვეყნებში ვიზიტზე არ შემოსულა. მე, რა თქმა უნდა, ვხელმძღვანელობ წესებისა და კანონის მიხედვით“, - განაცხადა პრემიერმა.

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ უარი უთხრა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ვიზიტებზე.