ევროპარლამენტში საქართველოს რეზოლუციაზე დებატები მიმდინარეობს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ევროპარლამენტში იწყება დეპუტატებს შორის დებატები საქართველოს რეზოლუციის საკითხზე. დარეგისტრირებულია რეზოლუციის 6 კრიტიკული პროექტი. რეზოლუციაში ხაზგასმულია მედიათავისუფლების მნიშვნელობის საკითხი; ასევე, 5 ივლისის მოვლენების შესახებ დოკუმენტში წერია, რომ ძალადობრივი ჯგუფები უნდა დაისაჯონ...დოკუმენტში ნახსენებია მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხი და ა.შ.

ევროპარლამენტი ევროკავშირს აძლევს რეკომენდაციას, რომ უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. რეზოლუციას მხარი 438-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 65 ევროდეპუტატი - წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 94-მა თავი შეიკავა.

ევროპარლამენტი რეკომენდაციით გამოდის, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის მკაფიო პოლიტიკური სიგნალი.

საქართველოს შესახებ რეზოლუციაზე დებატები ევროპარლამენტში ამ წუთებში მიმდინარეობს. 6-დან 3 პროექტში ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.