"ვაფასებთ საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში ეუთო-ს ფასეულ როლს" - ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვაფასებთ საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში ეუთო-ს ფასეულ როლს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივან ჰელგა შმიდთან შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.

„ნაყოფიერი საუბარი მქონდა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალურ მდივან ჰელგა შმიდთან ისეთ გადამწყვეტ დროს, რომელიც ჩვენს რეგიონსა და საერთო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას უდგას. ვაფასებთ ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ფასეულ მონაწილეობას საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში”, – წერს პრემიერ-მინისტრი.