„არც ხელისუფლებას ვუნდივართ და არც ოპოზიციას“ - რით ხსნის გიორგი ლომია საკუთარ მარცხს არჩევნებში

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იმის მიუხედავად, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ პოლიტიკურ ასპარეზზე დიდი ხანია, არსებობს, 2 ოქტომბრის არჩევნებში პარტიის მერობის კანდიდატმა გიორგი ლომიამ ხმების მხოლოდ 1.47% მიიღო.  „ვერსია“ დაინტერესდა, რამ განაპირობა  ასეთი დაბალი შედეგი და რატომ ვერ მოიპოვა „პატრიოტთა ალიანს“-მა ამომრჩეველთა მხარდაჭერა. ამ თემასთან დაკავშირებით პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, მერობის ყოფილ კანდიდატს, გიორგი ლომიას ვესაუბრეთ:

- მაქსიმალურად შეეცადა ხელისუფლება, გაგვაქროს პოლიტიკური ველიდან და ეს მცდელობა გრძელდება უკვე 2018 წლიდან. 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში, პირველ ტურში, სალომე ზურაბიშვილი უსწრებდა მხოლოდ პროცენტნახევრით ვაშაძეს და ჩატარდა მეორე ტური. მაშინ მიმდინაროებდა ეტაპობრივი ხელისუფლების გადაბარება, ანუ მცდლობა იყო ხელისუფლების გადაბარებისა. მეორე ტურში ჩვენ შევუშალეთ ხელი, როდესაც ამდენი ხალხი გამოვიყვანეთ. ზოგადად, არც ხელისუფლებას ვუნდივართ და არც ოპოზიციას, სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობდა „პატრიოტთა ალიანსის“ წინააღმდეგ. საპარლამენტო არჩევნებში ბოლომდე პრინციპულები ჩვენ დავრჩით, ბოლო საპარლამენტო არჩევნებს ვგულისხმობ. ამანაც განაპირობა კიდევ უფრო გაღიზიანება ხელისუფლების, ჩვენ ყოველთვის ისე ვიქცევით, როგორც ვთვლით საჭიროდ, რომ ეს არის სწორი და არა, როგორც გვეუბნებიან ან ცდილობენ, რომ რაღაც გაგვაკეთებინონ. დღეს ხელისფულებამ გააკეთა შემდეგი რამ, მან წაგვართვა ჩვენ კომისიის წევრები, ეს არის 3700 კაცზე მეტი. თვითონ გამოიყენა ეს კვოტა, რომელიც მისცა პარტიას, რომელიც ახალი შექმნილია პარლამენტში. თავისთვის შექმნა ეს პარტია პარლამენტში. ბევრი მაგალითი შემიძლია, მოვიყვანო, თუნდაც სხვადასხვა რაიონში პირველი ათეულიდან 2-3 კაცს ეუბნებოდნენ, რომ დაეტოვებინათ „პატრიოტთა ალიანსი“. ზოგი დააშინეს, ზოგი მოქრთამეს, ზოგმა მეგობრული რაღაც გაითვალისწინა. გაყალბება მარტო ის არ არის, რომ ციფრი შეასწორო საარჩევნო ოქმში, გაყალბება მთელი ეს პროცესია, რაც მიმდინარეობს ბოლო პერიოდში.

-ამ ხმების ფონზე, ხომ არ ფიქრობთ რომ ოპოზიციურ პარტიებს შეუერთდეთ?

-გაერთიანება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ მოხდება. შეიძლება, იყოს ისეთივე იდეოლოგიურ პლატფორმაზე მდგომი პარტია, რომელთან ერთადაც შეიძლება ან აქცია მოვაწყოთ, ან ერთობლივი განცხადება გაკეთდეს, რა თქმა უნდა, თუ ჩვენი იდეოლოგიური პლატფორმები დაემთხვევა. არის მეორე მომენტი, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს და ჩვენს ამომრჩეველსაც ვეუბნებით, რომ ძალიან მალე გაგაცნობთ სამოქმედო გეგმას, უახლოეს პერიოდში. თუ პარალელურად ვინმე რამეს გააკეთებს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთად ვართ, გავერთიანდით ან რაღაც მსგავსი.

-არჩევნების მეორე ტურში ვის დაუჭერთ მხარს?

-მეორე ტურში ჯერჯერობით დავაკვირდებით პროცესს, მაგრამ არც ერთს დავუჭერთ მხარს და არც მეორეს. არ მოხდება 2018 წელი, უბრალოდ 2018 წელი ამ არჩევნებთან შედარებით უფრო დიდი საფრთხის შემცველი იყო. დღევანდელი არჩევნები ნაკლებად არის საფრთხის შემცველი, მაგრამ საყურადღებოა და ისე უნდა დაბალანსდეს ხმები, რომ ვერც ერთმა მოიგოს და ვერც მეორემ. გასაგებია, რომ ოქმი იქნება ვიღაცის სასარგებლოდ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ხალხს და იმ კონსერვატიულ ძალებს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ თავისი ადგილი დაიკავონ ამ პოლიტიკურ პროცესში.

ავტორი- გვანცა პეტრიაშვილი