„ბორკილებით პირადად დავხვდები მიხეილ სააკაშვილს ტრაპზე“ - სკანდალური ინტერვიუ ვალერი გელაშვილთან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ცოტა ხნის წინ ვალერი გელაშვილმა არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და სოციალურ ქსელში დაწერა: "დღეს, მივიღე გადაწყვეტილება, "ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ჩემი კანდიდატურა მოვხსნა". იმის გასარკვევად, თუ რა გახდა კანდიდატურის მოხსნის მიზეზი და რა გეგმები აქვს ბიზნესმენსა და პოლიტიკოსს, ვალერი გელაშვილს დავუკავშირდით:

 

_ბატონო ვალერ, რატომ მოხსენით თქვენი კანდიდატურა?

_ პოლიტსაბჭს შევხვდი,პარტიისთვის ხელი რომ არ შემეშალა, ამიტომ მოვხსენი კანდიდატურა. 

_ და თქვენ რა გეგმები გაქვთ?

_ჩემი ბიზნესსაქმიანობა მაქვს, რასაც გავაგრძელებ.პოლიტიკიდან არ წავსულვარ,ჩემი წასვლა პოლიტიკური ნაბიჯი იყო, რომ შემდეგში პარტიამ გაითვალისწინოს ჩემი ხაშურის მიმართ დამოკიდებულება, რომ შემდეგში პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც ეკუთვნის ხაშურის რაიონს ჩემი აზრი გაითვალისწინოს. ამაზე შევჯერდით.

_და მაინტერესებს თქვენი აზრი მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით,მოგეხსენებათ ის აანონსებს მალე დაბრუნებას.

_პირადად შევხვდები მას და ბორკილებით დავხვდები მიხეილ სააკაშვილს ტრაპზე.

 ავტორი : სალომე ნოზაძე