ექსკლუზივი - „ანალოგიურ კითხვას ვუსვამ თამარ ჩერგოლეიშვილს, სად იყვნენ ისინი გუშინწინ?“- მორიგი დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გუშინ გამართული "მდუმარე აქციის" შემდეგ "ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ კომენტარს საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე აქვეყნებს, სადაც წერს:

"ნაციონალური მოძრაობის ლიდერების გუშინდელი საქციელი (უსაქციელობა) - როგორც დაიმალნენ იმ დროს, როდესაც ქვეყანაში თავისუფლების ბედი წყდებოდა, თუ მედიის მხრიდან კითხვების და ლუპის ქვეშ არ მოექცევა, არ უნდა გაგვიკვირდეს, მოძალადე ბანდების თარეში. ასეთი პოპულისტური კომპრომისები სინდისთან და ამ ქვეყნის თავისუფლებასთან, ახალისებს მოძალადეებს ჟურნალისტებს სცემონ, ტურისტები დაჭრან და ქვეყნის თავისუფლებას საფრთხე შეუქმნან. თანამონაწილეა ნაცმოძრაობა იმის, რაც 5 ივლისს თბილისში ხდებოდა.“ ამ საკითხთან დაკავშირებით "ჰოთნიუსი" პარლამენტის დეპუტატს, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ნონა მამულაშვილს, დაუკავშირდა:

 "გუშინდელ აქციაზე ვიყავი მე და ასევე ბევრი სხვა პარტიის წარმომადგენელი. არ ვიცი, თამარ ჩერგოლეიშვილი ლიდერებს რა კრიტერიუმებით არჩევს, მის აზრს კომენტარს ვერ გავუკეთებ, ის თუ არ გვთვლის ჩვენ ლიდერებად მაშინ საქმე იმაშია, რომ მისთვის ვიღაც კონკრეტული არის ლიდერი და ვიღაც კონკრეტული არ არის.

ერთადერთი ადამიანი, ვინც გუშინ და გუშინწინაც „სირცხვილიას“ ოფისთან პარლამენტის წინაც და აბსოლუტურად ყველა მავნებლურ ღონისძიებაძე იყო, ვარ მე. ჟურნალისტებსაც ვეხმარებოდი და არც ერთი პარტიის წარმომადგენელი იქ არ მინახავს, ასე რომ ანალოგიურ კითხვას ვუსვამ თამარ ჩერგოლეიშვილს, სად იყვნენ ისინი გუშინწინ?

გუშინდელი ღონისძიება იყო იყო „მდუმარე აქცია“, იქ არავინ სიტყვით გამოსვლისთვის არ მოსულა, ჩვენი პარტიიდან იყვნენ რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე, ჩვენ ვიყავით ასევე ახალი სახეები, ასე რომ პარტიის ძალიან დიდი ნაწილი იყო იქ.

მე არ ვიცი ჩერგოლეიშვილს კონკრეტულად ვისი დანახვა სურდა, მაგრამ იქ ვიყავით პარტიის წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები, ჩერგოლეიშვილის პრეფერენციით არ ვიცი, როგორი უნდა იყოს ჩვენი პარტიის წარმომადგენელი იქ, რომ მას მოეწონოს, ის რომ ჩვენ იქ ვიყავით ფაქტია" - აცხადებს ნონა მამულაშვილი. 

 ავტორი: ემილი ფეიქრიშვილი