დღეს პარლამენტის წინ ჩამოგდებული ევროკავშირის დროშა კახა კუჭავამ საკუთარი ხელით აღმართა (ფოტო)

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ევროკავშირის დროშა, რომელიც პრაიდის მოწინააღმდეგეებმა ჩამოხსენეს, დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან საკუთარი ხელით აღმართა. აღნიშნულის ამსახველ ფოტოებს კახა კუჭავა სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს. მისი თქმით, მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება.

„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და ამ გზაზე აუცილებლად ვივლით წინ!

მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე მუდმივად დგანან. მათი წვლილი საქართველოს განვითარებაში ფასდაუდებელია.

უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ, ყველას, ერთი სამშობლო გვაქვს, რომლის ისტორიას, ტრადიციებსა და რელიგიას არაფერი აქვს საერთო ძალადობასთან“, - აცხადებს კუჭავა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. ბოლო 2 დღეში ეს ევროკავშირის დროშის დაზიანების მეორე შემთხვევა იყო.