პარლამენტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს - დეპუტატთა უმრავლესობამ კახა კუჭავას ნდობა გამოუცხადა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, კახა კუჭავა, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს. კუჭავას კანდიდატურას 86 დეპუტატმა ექვსის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. კენჭისყრამდე კუჭავამ პარლამენტს სიტყვით მიმართა. 

კახა კუჭავამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უზრუნველყოფს, დაიცვას ბალანსი და ხელი შეუწყოს პარლამენტში დემოკრატიულ პროცესების განვითარებას.

„სიმბოლურია, რომ პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევა სწორედ იმ დღეს დაემთხვა, როდესაც რამდენიმეთვიანი, მე ვიტყოდი, ხელოვნური შეფერხების შემდეგ, დღეს ოპოზიციის რამდენიმე პარტიის წარმომადგენელი შემოუერთდა საპარლამენტო საქმიანობას. ყველას დიდი მადლობა, ვინც იზრუნა იმისთვის, რომ საპარლამენტო ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში ჩამდგარიყო. მჯერა, რომ დღეს აქ ყველანი გამარჯვებულები ვართ, რაც მთავარია, გამარჯვებულია ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. ამიტომ, ამ ტრიბუნასთან დგომა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს და მაძლევს იმედს, რომ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში წარიმართება ცივილიზებულად, ისე, როგორც თითოეულ ჩვენგანი, ჩვენი საზოგადოება იმსახურებს ამას...

იმედი მაქვს, ჩვენ კიდევ შემოგვიერთდებიან კოლეგები, რომლებიც, სამწუხაროდ, დღეს არ ესწრებიან სხდომას, მაგრამ მოახერხებენ და დაძლევენ ვიწროპარტიულ ინტერესებს, პატივს სცემენ ამომრჩეველს და პოლიტიკურად სწორ ნაბიჯს გადადგამენ საპარლამენტო საქმიანობაში საკუთარი წვლილის შესატანად“, - განაცხადა კუჭავამ.

ცნობისთვის, 24 აპრილს არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განაცხადა.