დუმის დეპუტატმა ოკუპირებული რეგიონების მიერთების პირობა დაასახელა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დუმის დეპუტატმა, დსთ-ის, ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვიქტორ ვოდოლაცკიმ, რუსულ მედიასთან ინტერვიუში, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიერთების პირობა დაასახელა -მან თქვა, რომ რუსეთთან მიერთების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ აფხაზეთის მოსახლეობამ სახალხო რეფერენდუმის საფუძველზე უნდა მიიღოს. მისი თქმით, იგივე ეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთსაც.

"აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და ყველა სხვა სუვერენულ სახელმწიფოში, რომელსაც რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანება სურს, ყველა საკითხი ეროვნული რეფერენდუმით წყდება. მხოლოდ აღნიშნული სახელმწიფოს მოსახლეობას აქვს უფლება და არა ლიდერებს, გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს. შესაბამისად, თუ ეროვნული რეფერენდუმი ჩატარდება, თუ ხალხი რუსეთთან მიერთების სურვილს გამოხატავს, მაშინ დაიწყება ყველა სამართლებრივი პროცედურა კონსტიტუციური ნორმებისა და უფლებების გასაფორმებლად", - ამბობს ვოდოლაცკი.