ექვსთვიანი ბოიკოტის შემდეგ პარლამენტში ოპოზიციის მონაწილეობით პირველი პლენარული სხდომა მიმდინარეობს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

27 აპრილი საქართველოს საპარლამენტო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დღეა - ექვსთვიანი ბოიკოტის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის მონაწილეობით პირველი პლენარული სხდომა მიმდინარეობს.

სხდომას ესწრებიან იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს, მმართველ ძალასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებას, ხელი მოაწერა. ეს დეპუტატები არიან: გიორგი ვაშაძე, ხათუნა სამნიძე, ზურაბ ჯაფარიძე, პაატა მანჯგალაძე, სალომე სამადაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, დავით უსუფაშვილი, არმაზ ახვლედიანი, ანა ნაცვლიშვილი, იაგო ხვიჩია, თეონა აქუბარდია. საგულისხმოა, რომ შეთანხმების დოკუმენტს ხელს არ აწერს 3 ბარიერგადალახული პარტია - „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „ლეიბორისტული პარტია“, აქედან გამომდინარე ისინი საპარლამენტო ცხოვრებას, ამ ეტაპზე, არ უერთდებიან. 

პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 107-მა დეპუტატმა გაიარა, დეპუტატთა უმრავლესობამ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავა დაამტკიცა.