საქართველო ორი მატჩისთვის დაირაზმა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

12 ოქტომბერს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, ამხანაგურ შეხვედრაში ტაილანდს უმასპინძლებს, სამი დღის შემდეგ კი, 15 ოქტომბერს, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკავლიფიკაციო ეტაპზე, კვიპროსს დაუხვდება. სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდებით, რა უნდა მოგვცეს ტაილანდთან ამხანაგურმა შეხვედრამ, რადგან ტაილანდელები არც დიდი საფეხბურთო ცოდნით გამოირჩევიან, არც ევროპულად აგორებენ ბურთს და ზოგადად, ამ ქვეყანას ნაკრები რომ ჰყავს, ლოგიკას თუ გავყვებოდით და ისე ვიფიქრებდით, თორემ აქამდე, არ გაგვიგია, მათ ციდან ვარსკვლავები მოეწყვიტოთ... რაც შეეხება თემურ ქეცბაიას მიერ გაწვრთნილ კვიპროსს, ამ გუნდს ჯგუფში ყველა შეხვედრა წაგებული აქვს და ისინი აუცილებლად შეეცდებიან, უსიამოვნო ტრადიცია თბილისში დაარღვიონ. ორივე მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და ამ შეხვედრებისთვის, ვილი სანიოლმა ეროვნულ გუნდში შემდეგ ფეხბურთელებს უხმო.

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), გიორგი ლორია („დინამო“ თბილისი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბახი“, აზერბაიჯანი);

მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), საბა კვირკველია („ალ ახდუდი“, საუდის არაბეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, იტალია), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, უკრაინა), ივა გელაშვილი („სპეცია“, იტალია), ალექსანდრე კალანდაძე („დინამო“ თბილისი);

ნახევარმცველები/თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), გაბრიელ სიგუა („ბაზელი“, შვიცარია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ესპანეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“ ბათუმი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“ თბილისი), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგერი“, ავსტრია), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, საბერძნეთი), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, აშშ), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი“, ინგლისი), გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ნიდერლანდები), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, აზერბაიჯანი).

ავტორი: ბათო ჯაფარიძე