შეიხ მანსურს, შესაძლოა, რუსების გამო, „მანჩესტერ სიტი“ გააყიდინონ

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შეიხი მანსურ ბენ ზაიდ ალ ნაჰაიანი აბუ დაბის საამიროს მმართველი სამეფო ოჯახის წევრია. 2008 წელს. სწორედ მან შეიძინა „მანჩესტერ სიტი“ და მას შემდეგ, ინგლისურმა კლუბმა შვიდჯერ - პრემიერლიგა, სამჯერ - ქვეყნის თასი, ამდენჯერვე - სუპერთასი, ექვსჯერ - ლიგის თასი, ერთხელ - უეფას სუპერთასი და ერთხელაც (წელს) - ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ასეთი მიღწევების მიხუედავად, შეიხ მანსურს, შესაძლოა, კლუბის გაყიდვა ზუსტად ისე აიძულონ, როგორც ეს 2022 წელს, სანქციების გამო, რომან აბრამოვიჩს გააკეთებინეს. რუსი ოლიგარქი მაშინ იძულებული გახდა, ლონდონის „ჩელსი“ დაეთმო.

საქმე ის გახლავთ, რომ ბრიტანელმა სამართალდამცავებმა გამოძიება დაიწყეს ბრიტანეთიდან არაბეთში გადარიცხულ თანხებთან დაკავშირებით. როგორც ირკვევა, თანხების არც თუ მცირე ნაწილი, რუსული წარმომავლობის იყო და რუს ბიზნესმენებს ეკუთვნოდა. ჰოდა, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ ფულის გათეთრებასა და სანქციებისგან თავის არიდებაში ხელს, სწორედ შეიხი მანსური უწყობდა. თუ ეს ოფიციალურად დადასტურდება, გამორიცხულია, მან კლუბის შენარჩუნება შეძლოს, კლუბის, რომელშიც რამდენიმე მილიარდი უკვე ჩადო და კლუბის, რომელიც ყველა ტურნირზე დღესაც უპირველეს ფავორიტად არის შერაცხული.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე