„ბორჯღალოსნებმა“ მსოფლიო მოუგებლად დაასრულეს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა. ჯგუფური ეტაპის მეოთხე მატჩში, „ბორჯღალოსნებმა“ უელსს ვერაფერი მოუხერხეს და 19:43 დამარცხდნენ. მეტოქემ ჩვენი ნაკრები ყველა კომპონენტში დაჩაგრა და სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც ჩვენი გუნდი მსოფლიო თასზე გამოდის, პირველად მოხდა, რომ ტურნირს მოგების გარეშე დავემშვიდობეთ.

მატჩის პერიპეტიებით თავს არ შეგაწყენთ, მაგრამ ქართველი გულშემატკივრების დარად, საერთაშორისო მედია თუ ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საქართველომ საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი აშკარად ჩააგდო, ჩვენ კი ჩვენი გუნდისგან ბევრად მეტს ველოდით. დიდი ალბათობით, მსოფლიოს ჩემპიონატის ჩაგდებას არ აპატიებენ „ბორჯღალოსნების“ მთავარ მწვრთნელს და ლევან მაისაშვილს მოხსნიან. ასევე, დიდი ალბათობით, ეროვნულ გუნდს ისევ უცხოელ სპეციალისტს ჩააბარებენ, რადგან უცხოელი სპეციალისტის ხელში, თითქოს, ნაკრები უფრო პროგრესირებს, ახლა კი ერთი ადგილის ტკეპნა დავიწყეთ და წინ ვეღარ მივდივართ. ჩვენი გადმოსახედიდან ასე ჩანს და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს რაგბის კავშირი.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე