შენგელიამ იტალიის ჩემპიონატის ფინალური სერია წააგო

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია იტალიის ჩემპიონობისთვის იბრძოდა. ფინალურ სერიაში, მისი „ვირტუს ბოლონია“, ოლიმპია მილანოს“ დაუპირისპირდა. პლეი-ოფის სერია 4 მოგებამდე გრძელდება და როგორც მოსალოდნელი იყო, გადამწყვეტი, მეშვიდე შეხვედრის ჩანიშვნა გახდა საჭირო, რადგან საწყის ექვს მატჩში, გუნდებმა 3-3 მოიგეს. ბოლო შეხვედრაში კი...

ნამდვილად არავინ ელოდებოდა, რომ „ბოლონია“ ასე საშინლად ითამაშებდა. თავად განსაჯეთ, პირველ მეოთხედში, გუნდმა 9 ქულა ჩააგდო, მესამე მეოთხედში - მხოლოდ 5 ქულა და საობლოო ჯამში, დამარცხდა. ერთადერთი, თავს იმით თუ დავიმშვიდებთ, რომ არც ვერცხლის მედალია ცუდი და მეორეც, „ბოლონიას“ რიგებში საუკეთესო ქართველი კალათბურთელი იყო. თანაგუნდელებიდან თორნიკემ ყველაზე მეტი, 13 ქულა ჩააგდო, თუმცა ჩემპიონობისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. შენგელია მალე საქართველოში დაბრუნდება და ეროვნულ გუნდთან ერთად, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის დაიწყებს მზადებას.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე