უკრაინის მხარდასაჭერად ბურთს არველაძეც გააგორებს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

5 აგვისტოს, ლონდონის „სტემფორდ ბრიჯი“ საქველმოქმედო-ამხანაგურ მატჩს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას ვეტერანი ფეხბურთელები მიიღებენ. გულშემატკივარს შესაძლებლობა ექნება, ისეთი ვარსკვლავები იხილოს, როგორებიც თავის დროზე იენს ლემანი, პერ მერტესაკერი, ანდრეი შევჩენკო, პატრიკ ვიეირია, რობერ პირესი, ედგარ დავიდსი, იონ არნე რიისე და სხვები იყვნენ. გუნდის თავკაცი, ლეგენდარული არსენ ვენგერი იქნება.

სწორედ ვენგერის გუნდში ითამაშებს შოთა არველაძე, რომელიც აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებადაა მიწვეული. ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად უკრაინის დასახმარებლად გადაირიცხება. რაც შეეხება ფასს, 15 ფუნტიდან, 50 ფუნტამდე მერყეობს და ვეტერანი ფეხბურთელები „სტემფორდ ბრიჯზე“ სრულ ანშლაგს ელიან.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე