მედალი თუ ღირსება - ხარლანმა მეორე არჩია

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უკრაინელი მოფარიკავე ოლგა ხარლანი მსოფლიოს ოთხგზის და ასევე, ოლიმპიადის ოთხგზის გამარჯვებულია. ფარიკაობის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი ახლაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოდიოდა, პირველ ნომრად იყო განთესილი და უმთავრეს ფავორიტადაც ითვლებოდა, თუმცა...

პირველ შეხვედრაში ხარლანმა რუსი მეტოქე, ანა სმირნოვა მარტივად დაამარცხა. ფარიკაობის საერთაშორისო წესების თანახმად, შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოფარიკავეები ვალდებულნი არიან, მეტოქეს ხელი ჩამოართვან. წესისამებრ, სმირნოვა ხარლანისკენ დაიძრა ხელის ჩამოსართმევად, მაგრამ უკრაინელმა მოფარიკავემ მეტოქეს ხელის ნაცვლად, გაშიშვლებული დაშნა დაახვედრა და აიძულა, უკან გაბრუნებულიყო. რუსულმა დელეგაციამ ეს ჟესტი გააპროტესტა და ერთსაათიანი მსჯელობის შემდეგ, ხარლანს დისკვალიფიკაცია მისცეს, გამარჯვება კი სმირნოვას ჩაეთვალა.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე