დონარუმას წყალი შეუდგა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე ძვირადღირებული მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმა, შესაძლოა, უკლუბოდ დარჩეს. იტალიის ნაკრებისა და ფრანგული „პსჟ“-ს კიპერის ასპარეზობა, თურმე, გუნდის ახალ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს არ მოსწონს. როგორც პარიზელთა ახალი თავკაცი აცხადებს, დონარუმა ფეხით კარგად ვერ თამაშობს, ეს კომპონენტი კი თანამედროვე ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია. ჰოდა, ლუის ენრიკემ ახალი მეკარის ძიება დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ დონარუმა მეორე ნომერი უნდა გახდეს, რაც არც მას აწყობს და არც კლუბის მფლობელებს - დონარუმას სატრანსფერო ფასი 150 მილიონ ევროს სცდება და ასეთი მეკარის სათადარიგში დასმა ყოველნაირად გაუმართლებელია.

თავად დონარუმა მიმდინარე პროცესებით შოკშია, რადგან ზუსტად იცის, რომ კლუბის გამოცვლის შემთხვევაში, ამჟამინდელ ჯამაგირს, წელიწადში 20 მილიონს არ გადაუხდიან. არადა, მეორე მეკარის როლს რომ დათანხმდეს, შესაძლოა იტალიის ნაკრებში დაკარგოს ადგილი, რაც მის გეგმებში აშკარად არ შედის.

 

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე