ევროპის ჩემპიონი ინგლისი გახდა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოც მონაწილეობდა და ჩვენი ბიჭები ღირსეულადაც გამოვიდნენ, დასრულდა. ფინალური შეხვედრა ინგლისსა და ესპანეთს შორის, ბათუმში შედგა და მას 20 ათასამდე გულშემატკივარი დაესწრო. მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და ინგლისმა მინიმალური სხვაობით, 1:0 იმარჯვა. 40 წლის შემდეგ, ნისლიანი ალბიონის წარმომადგენლებმა, ეს პირველად მოახერხეს.

საინტერესოა, რომ ინგლისელმა ახალგაზრდებმა ექვსივე შეხვედრა ისე ჩაამთავრეს, საკუთარ კარში გოლი არ გაუშვიათ. ამის შანსი ესპანეთს, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ჰქონდა, მაგრამ მათ პენალტი ვერ გამოიყენეს - მეკარემ აიღო და გუნდს ოქროს მედლები მოუტანა.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე