ლეგენდა, სახელად - ნინო!

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მესამე ევროპულ თამაშებზე, ტყვიის მსროლელ ქალებს შორის, ნინო სალუქვაძემ მეოთხე ადგილი დაიკავა და კარიერაში მეათედ მოიპოვა ოლიმპიური ლიცენზია. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ევროპულ თამაშებზე მხოლოდ ერთი ლიცენზია თამაშდებოდა და ის ჩემპიონს უნდა რგებოდა, მაგრამ როგორც ჩემპიონს, ასევე მეორე და მესამე ადგილებზე გასულებს, ლიცენზია უკვე ჰქონდათ და ნინოს ლიცენზიისთვის მეოთხე ადგილიც ეყო.

რას ნიშნავს ეს? დავიწყოთ იმით, რომ ოლიმპიადა 4 წელიწადში ერთხელ იმართება და 54 წლის სალუქვაძე ამ ტურნირზე მეათედ მიდის. მსოფლიო სპორტის ისტორიაში, არცერთ, ვიმეორებთ, არცერთ ქალბატონს არ მოუხერხებია 10 ოლიმპიადაზე გამოსვლა და ამას პირველად ჩვენი მსროლელი გააკეთებს.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე