რა არის ფეხბურთი?

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაზე, რომელშიც შოტლანდია საქართველოს მასპინძლობდა,ვრცლაად გვსურდა დაგვეწერა. ამის საფუძველი გვქონდა, აქეთ გადაუღებელი წვიმა, საშინელ მდგომარეობაში მყოფი მინდვრის საფარი, წყალბურთი ფეხბურთის ნაცვლად და მსაჯის მიერ ლამის 2 საათით გაწელილი შეხვედრის დაწყება და ფიქრი გადადება-არგადადებაზე. ჰო, ეს ყველაფერი გვინდოდა, მაგრამ...

რა არის ფეხბურთი? ანუ, მთავარი პრინციპი ფეხბურთის და მისი სილამაზე და ლაზათი გოლი გახლავთ. გოლის გატანა კი შემდეგნაირად ხდება - ფეხბურთელმა ბურთი უნდა დაარტყას, მოახვედროს კარის ჩარჩოში და მეტოქე გუნდის მეკარე ან ააიღებს, ან ვერა. კარში დარტყმის რამდენიმე მცდელობას შედეგი აუცილებლად მოაქვს ხოლმე და გადის გოლი. ჰოდა, 90 წუთის განმავლობაში, საქართველოს ნაკრებს კარში არცერთხელ არ დაურტყამს - არცერთხელ! პენალტის ნიშნულიდანაც კი, კარის ჩარჩოში ბურთივერ მოვახვედრეთ დაეს არის პასუხი კითხვაზე, რატომ წავაგეთ. ცალკე თემაა ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხი, რომელიც ჩვენმა მწვრთნელმა დიდწილად მინდორს და წვიმას დააბრალა, უკეთესის სურვილს კი ტოვებდა და მწვრთნელის გასაგონად ვიტყვით, რომ მეტოქე გუნდიც ზუსტად იმ მოედანზე და იმავე პირობებში თამაშობდა.