„მათემატიკოსი ჩამოვიდა ზარზმაში,ბერად აღიკვეცა და სოფელში დაიწყო მათემატიკის სწავლება...“ - რას წერს მაგდა ბობოხიძე

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სოციალურ ქსელში მაგდა ბობოხიძე წერს:

ერთი ამბავი უნდა იცოდეთ, ძალიან მნიშვნელოვანი, კარგი და აღმაფრთოვანებელი:

ადიგენში, სოფელი ზარზმის სკოლაში, არის "ზარზმის აკადემია", რომელშიც ძალიან, ძალიან, ძალიან კარგად და გაძლიერებულად ისწავლება მათემატიკა.

ბავშვები მოჰყავთ მთელი რეგიონიდან; მაგალითად, ერთი ბიჭი, კვირაში 3-ჯერ, 55 კილომეტრით დაშორებული სოფლიდან მოდის ზარზმაში, გაკვეთილისთვის გადის 110 კილომეტრს

ისტორია არის ასეთი: მათემატიკოსი ჩამოვიდა ზარზმაში და გადაწყვიტა ბერად აღკვეცა, ასეც მოიქცა. მერე სოფელში დაიწყო მათემატიკის სწავლება, იმდენი მოახერხა, რომ "ზარზმის აკადემიის" 38-მა მოსწავლემ ჩააბარა კომაროვის გამოცდები და კომაროვში გააგრძელა სწავლა.

"რაღაც პერიოდის მერე ვცდილობთ ინგლისურად მოვიტანოთ ამოცანები, რომ ბავშვები ამ ენასაც შეეჩვივნონო"

რისი აღწერაც რთულია, არის ემოციური ნაწილი: როგორი გადამდები ენთუზიაზმი და მონდომება იგრძნობა მასწავლებლის და მოსწავლეების მხრიდან.

ახლა ცდილობენ აკადემიაში დაამატონ ინგლისური და ეკონომიკა. ეძებენ დაფინანსებას.

იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამოუვათ და იმედი მაქვს, რომ მათი მაგალითი მოტივაციის მომტანი იქნება სხვებისთვისაც.

სიახლეებს გავიგებ ხოლმე და გაგაგებინებთ “