„დაიცავი დაუცველი“ - როგორ უნდა გადავჭრათ მიუსაფარი ცხოველების პრობლემა

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი-სალომე ნოზაძე

„შენ ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე“, - ეს წარწერა ქალაქის ბევრი კორპუსის კედლიდან მოუწოდებს მოქალაქეებს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვას, თუმცა…
საქართველოში, და განსაკუთრებით ქალაქ თბილისში, უკვე წლებია ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას მიუსაფარი ცხოველები წარმოადგენს. ქუჩაში, ყოველ ნაბიჯზე შევხვდებით მიუსაფარ კატას ან ძაღლს, რომლებიც ლუკმა-პურის ან თავშესაფრის საპოვნელად მძიმე გზას გადიან.

საკითხი კომპლექსურია და ბევრი ასპექტი აქვს, მათ შორის ორი უმთავრესი - მოქალაქეებისა და თავად ცხოველთა უფლებების დაცვა. მოქალაქების ნაწილი გაურბის და აპროტესტებს მიუსაფარი ცხოველების არსებობას, ნაწილი კი ცხოველთა უფლებებს იცავს.

მიუხედავად იმისა, გიყვართ თუ არა ცხოველები,ან ზრუნავთ თუ არა მათზე, ყველა ჯანსაღად მოაზროვე ადამიანი აპროტესტებს ძალადობას. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ქუჩაში მწოლიარე ძაღლს მოქალაქემ ჯერ ავტომობილიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა, ცხოველს მიუახლოვდა და დამიზნებით კიდევ რამდენჯერმე ესროლა.

ბრალდებული სისხლის სამართლის 259-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

რამდენიმე დღით ადრე მსგავსი ინციდენტი მოხდა თბილისშიც. 9 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ესვრის ძაღლს უცნობი მამაკაცი ქუჩაში, სხვა მოქალაქეების თვალწინ. მიუხედავად იმისა, რომ დააკავეს მოძალადე, მაინც ვხვდებით ისეთ ადამიანებს,ვისაც არც კანონი აშინებთ და არც ადამიანების აზრი, რომ ეს ყველაფერი ძალადობაა და ისინი ადამიანებისთვისაც და დაუცველი არსებებისთვისაც საშიშნი არიან!

როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა?

კვირას, 18 ივნისს თბილისში უსახლკარო ცხოველების მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

ადამიანები გამოვიდნენ და მოითხოვეს, რომ დაიგმოს ცხოველებზე ძალადობა და სახელმწიფომ მიიღოს მათი დასაცავი კანონი.

მიუხედავად იმისა, რომ არც თუ ისე ცოტა ადამიანი გაერთიანდა ამ აქციაზე და ისედაც ძალიან ბევრი გულშემატივარი ჰყავთ მიუსაფრებს, თითქოს მაინც არ იჭრება ეს პრობლემა.

კანონის გამკაცრებასთან ერთად, ჩვენ ადამიანებმაც უნდა გავიაზროთ, რომ ის ადამიანი, ვინც სასტიკად მოკლავს და აწამებს ცხოველს, არც ჩვენთვისაა უსაფრთხო.

პრობლემა მასშტაბურია და მისი სრულად აღმოფხვრა ალბათ შეუძლებელიც არის, თუმცა გულგრილობა ამ თემაზე უფრო გაამძაფრებს ამ პრობლემას, ამიტომ ჩვენ ადამიანები, ვისაც გვიყვარს ან არ გვიყვარს, მაგრამ ვართ ჰუმანური ადამიანები უნდა აღვუდგეთ ყველანაირ სისასტიკეს და დავგმოთ ყველანაირი ძალადობა, როგორც ადამიანების, ისე დაუცველი ცხოველების მიმართ!

ამავე თემაზე : როგორ უნდა გადავჭრათ მიუსაფარი ცხოველების პრობლემა და რომელი დაავადებები გადაეცემა ცხოველისგან ადამიანს?! - გთავაზობთ ინტერვიუს ვეტერინართნ