გიორგი გოგიბერიძის დასახმარებლად ბათუმში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

18 აგვისტოს ბათუმში, საზაფხულო თეატრში, საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება გიორგი გოგიბერიძის დასახმარებლად.

ბათუმელი რეჟისორი, საავტორო კინოს ბათუმის ფესტივალის დირექტორი გიორგი [გოგა] გოგიბერიძე ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის. ოჯახის წევრების თქმით, სიტუაცია რთულია, თუმცა, ექიმების დასკვნით, ექვემდებარება მართვას და მკურნალობას. საჭიროა თანამედროვე ტიპის წამლები, რაც დღესდღეობით საქართველოში არ ფინანსდება ჯანდაცვის არსებული პროგრამებით.

საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობენ: სოფო ხალვაში, ASEA SOOL, აჩიკო გოგიტიძე, სულხან დევაძე, გიორგი ტუღუში, ბენდი „ორიონი“, Seaside, გიორგი ნაკაშიძე, გიორგი გოგიბერიძე, ბათუმური კვარტეტი და სხვები.ბილეთის ფასი 20 ლარია.

ბილეთები იყიდება biletebi.ge-ზე.

ასევე, ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ონლაინ გადარიცხვით ანგარიშზე – GE51BG0000000101454811 [მიმღები ი.მ. „ზვიად ელიზიანი“] და ბილეთს ადგილზე მიიღებთ კონცერტის დღეს. დანიშნულებაში ჩაწერეთ „კონცერტის ბილეთი~.

კონცერტი პარალელურად გადაიცემა აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, ტელემარათონის სახით.