“სულ მარტო ვარ, ხელნაკრავი, უარყოფილი…ტკივილებითაა აღსავსე ჩემი სული, უნაზესი ტკივილებით!” - გოგი ხარაბაძის ცხოვრების ტრაგედია

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გოგი ხა­რა­ბა­ძე 1942 წლის 12 ივ­ლისს, თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. მან 1963 წელს და­ამ­თავ­რა შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტე­ტი. 1963 - 1993 წლებ­ში მოღ­ვა­წე­ობ­და შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რში. მისი თე­ატ­რა­ლუ­რი დე­ბი­უ­ტი ახალ­გაზ­რდულ ექ­სპე­რი­მენ­ტულ სპექ­ტაკლში შედ­გა. რო­ბერტ სტუ­რუ­ას აქ­ტუ­ა­ლურ, მწვა­ვე სპექ­ტაკლში "ბრალ­დე­ბა“ ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ობ­მა ბრალ­მდებ­ლის როლი ითა­მა­შა. გოგიმ ასევე ითამაშა ნო­დარ დუმ­ბა­ძის "მზი­ან ღა­მე­ში“, სადაც ავთოს როლი შეასრულა, ოტია იო­სე­ლი­ა­ნის "სა­ნამ ურე­მი გა­დაბ­რუნ­დე­ბა“ (დიტო), თა­მაზ ჭი­ლა­ძის "მო­უ­ლოდ­ნე­ლი სტუ­მა­რი“ (გა­ი­ო­ზი) და სხვა.

მის­თვის პირ­ვე­ლი კი­ნო­განათ­ლება შედ­გა ფილმში "გი­ორ­გო­ბის­თვე“ 1966 წელს, რომელშიც ოთარის როლი მოირგო. შემ­დეგ იყო ნო­და­რი ("ჩემი მე­გო­ბა­რი ნო­და­რი“, 1967 წელს), კაზა ჩხე­ტია ("დათა თუ­თაშ­ხია“, 1978 წელს) და სხვა. მო­ნა­წი­ლე­ობ­და ტე­ლე­ფილ­მებ­ში: და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის "ირი­ნეს ბედ­ნი­ე­რე­ბა“, 1974 წელს (აბე­სა­ლო) და ლეო ქი­ა­ჩე­ლის "გვა­დი ბიგ­ვა“, 1977 წელს (არ­ჩილ ფო­რია).

გოგი ხარაბაძის მეუღლე რუსუდან კიკნაძე გახლდათ, რომელთანაც ქორწინების ორი წელი გაატარა, მათ ერთი შვილი ხარება (ნიკუშა) ხარაბაძე ჰყავდათ, რომელიც  ამერიკაში ტრაგიკულად მოკლეს. რუსუდან კიკნაძე შვილის გარდაცვალების შემდეგ საშინელი დეპრესიით იტანჯებოდა, 75 წლის ასაკში კი რუსუდანიც ამერიკაში ინფაქტით გარდაიცვალა. გოგიმაც სასტიკად განიცადა შვილის სიკვდილი. ნიკუშას მკვლელობის შესახებ ორი დოკუმენტური ფილმია გადაღებული და შესულია კრიმინალისტიკის სახელმძღვანელოში.

“ნი­კუ­შას პარტნი­ო­რი მგო­ნი შუა აზი­ი­დან იყო, საკ­მა­ოდ მდი­და­რი. მას, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და გარ­კვე­ულ დაჯ­გუ­ფე­ბას­თან, მათ ჯერ ნი­კუ­შას პარტნი­ო­რი მო­ი­ტა­ცეს და ოჯახს მი­ლი­ონ დო­ლარს სთხოვ­დნენ. მერე 25 წლის ბუ­ღალ­ტე­რი გოგო გა­ი­ტა­ცეს და ბო­ლოს რუ­სი­კოს ვაჟი. ნი­კუ­შამ დე­დას და­უ­რე­კა და უთხრა, მიყ­ვარ­ხა­რო, ეს ბოლო ზარი იყო. პარტნი­ო­რის ოჯახ­მა მი­ლი­ო­ნი გა­და­უ­ხა­და, მაგ­რამ რო­გორც მერე გა­ირ­კვა, მათ ყვე­ლა მოკ­ლეს, ცხედ­რე­ბი ერთ-ერთი ტბის ფსკერ­ზე პარ­კე­ბით გა­გუ­დუ­ლი იპო­ვეს. ეს სა­ში­ნე­ლი, ენით აღუ­წე­რე­ლი ტრა­გე­დია იყო მის­თვის!” - ამბობს ნანა ღონღაძე  

გოგი ჩანაწერებში საოცარი სიტყვებით გვიზიარებს თუ რას ნიშნავს მისთვის ცხოვრება, საკუთარ თავს კი უდიდესი ტკივილით ახასიათებს, რითიც ვხვდებით, რომ იგი ტრაგიკული ცხოვრებით გამოირჩეოდა.

"რა არის ცხოვრება?" აბეზარმა ჟურნალისტებმა იციან ამ შეკითხვის დასმა: რა არის ცხოვრება? ზედიზედ რომ მკითხა რამდენიმემ, დავწერ და გამოგიგზავნით-მეთქი, ვუთხარი და შევასრულეცხოვრება არის: შვილები, შვილიშვილები, დედ-მამა ანუ სამშობლო! ქალი! მეგობარი! რწმენა! პოეზია! მრავალჟამიერი! ღვინო! ქუჩა, მდინარე, ზღვა, მთა... ჰაერი! და დრო. კიდევ ჭაბუამ თქვა ჩინებულად"ცხოვრება არის ის, რაც გახსოვს, დანარჩენი არსებობაა"... მეც არსებობა გვერდით გადავდე და ცხოვრების ამბის მოყოლა ჩავიფიქრე. სულ მარტო ვარ, ხელნაკრავი, უარყოფილი. ვინც მიცნობს, იფიქრებს ასეთ დროს სულ გაბოროტდაო. არა, პირიქითტკივილებითაა აღსავსე ჩემი სული, მაგრამ უნაზესი ტკივილებით.

ხა­რა­ბა­ძე მრა­ვალ­მხრი­ვი შე­მოქ­მე­დი გახ­ლდათ. გა­მო­ირ­ჩე­ო­და მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­უ­ლო­ბით. შექ­მნი­ლი აქვს ტე­ლე­თე­ატ­რის ციკ­ლი: "პო­ე­ზი­ის 30 წუთი“ (1974), "ბედი ქარ­თლი­სა“ (1975), "აკა­კი წე­რე­თე­ლის მო­ნო­ლო­გი“ (1979), "ვაჟა-ფშა­ვე­ლას ნა­ან­დერ­ძე­ვი“ (1983), "და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის ნა­ამ­ბო­ბი“ (1985) და სხვა. გა­მო­ცე­მუ­ლი აქვს ბიბ­ლი­ის, შო­თას "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნის“, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ლექ­სე­ბის, აკა­კი წე­რე­თე­ლის ლექ­სე­ბი­სა და პო­ე­მა "თორ­ნი­კე ერის­თა­ვის“, ვაჟა-ფშა­ვე­ლას ლექ­სე­ბი­სა და პო­ე­მე­ბის "ალუ­და ქე­თე­ლა­უ­რის“ და "სტუ­მარ-მას­პინ­ძლის“, გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძის და სხვა ცნო­ბი­ლი პო­ე­ტე­ბის ლექ­სე­ბის, ქარ­თუ­ლი ზღაპ­რე­ბის აუ­დიო ვერ­სი­ე­ბი.

გოგიმ მხო­ლოდ ნა­ხე­ვარ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გზის გავ­ლის შემ­დეგ მო­ა­ხერ­ხა სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის, თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­მუ­შაო სივ­რცის შექ­მნა. სწო­რედ ესაა ერთ-ერთი მი­ზე­ზი იმი­სა, თუ რა­ტომ და­ტო­ვა 50 წლის ასაკ­ში რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი. მას შემ­დეგ მსა­ხი­ო­ბი სა­კუ­თარ სა­მუ­შა­ოს თა­ვად "იგო­ნებ­და" და მუდამ ასე გრძელდებოდა.

გოგი ხარაბაძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა, სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება შაბათს, 19 აგვისტოს, 16:00 საათიდან სიონის საკათედრო ტაძარში, გამოსვენება არის კვირას, 14:00 საათზე, სიონის ტაძრიდან.

 "ვერსია" კი გთავაზობთ მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ვიდეოს, სადაც ვაჟა-ფშაველას “დამისხი დამალევინე” -ს კითხულობს.

 

ნიკოლოზ ხარაბაძე და გიორგი საფიევი

 

რუსუდან კიკნაძე 

 

ავტორი: ანი სარდლიშვილი