გადაუდებელი დახმარების ცენტრს 17 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი გადაეცა

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი განახლდა. ცენტრს 17 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი შეემატა.

თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი სასწრაფოს დახმარების მანქანით ნებისმიერი სიმძიმის პაციენტისთვის სრულფასოვანი პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა იქნება შესაძლებელი. გაიხსნა გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი ადმინისტრაციული ოფისი, სადაც 324 თანამშრომელი მუშაობს.

მიმდინარე წელს, მეორედ გაიზარდა თანამშრომელთა სახელფასო ანაზღაურება, რომელიც ისევ მოიმატებს.

120 ერთეული სასწრაფო დახმარების მანქანა, მათ შორის 15 რეანიმობილი, ჯანდაცვის სამინისტრომ, ივლისში შეიძინა.