2022 ვეფხვის წელია! რის შესახებ გვაფრთხილებს და რა უნდა გავითვალისწინოთ ახალ წელს - ექსკლუზიურად მიხეილ ცაგარელისგან

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით, ყოველ წელს თავისი მფარველი ჰყავს. 2022 წელს წყლის შავი ვეფხვის წელი მოდის. ის კეთილშობილი და სამართლიანია, მაგრამ ამავე დროს ფიცხი ნიშანიცაა. წყლის სტიქია ამ წელს შემოქმედებითი საქმიანობისთვის ხელსაყრელ პირობას ქმნის.

2022 წლის ორი მთავარი სიმბოლო იქნება ხე, რომელიც დაგეხმარებათ სტაბილურად ყოფნაში და წყალი, რომელიც შემოქმედებითი განვითარების შესაძლებლობას მოგცემთ. ვეფხვი ადამიანებში მიზანდასახულობასა და ოპტიმიზმს გააღვიძებს და აიძულებს, იბრძოლონ საკუთარი მიზნებისა თუ ოცნებებისთვის.

რევოლუციონერი ვეფხვი ძალიან ბევრ ცვლილებასა და თავგადასავალს მოიტანს. თავად წელი კი ინოვაციური და აქტიური იქნება. წინასაახალწლო პროგნოზებისა და რჩევებისთვის „ვერსია“ ასტროლოგ მიხეილ ცაგარელს დაუკავშირდა:

_ ვეფხვის წელში უნდა ველოდოთ დიდ ცვლილებებს, რეფორმებს. ეს არის რევოლუციური წელიწადი, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია რევოლუციას მოაწყობს. ხელისუფლებაში მოვლენ ადამიანები, რომლებიც მთლიანად შეცვლიან დადგენილ წესებს და ახალ დადგენილებებს შეიმუშავებენ. შეიძლება ითქვას, რომ ვეფხვი მფარველობს არა მათ, ვისაც სიყვარული შეუძლიათ, არამედ მათ, ვინც მზადაა, ცხოვრებაში სასურველ სიმაღლეებს მიაღწიონ. მათ შორის ეკონომიკური, პანდემიის, ურთიერთობების კუთხით ბევრი რამ შეიცვლება, რადგან დედამიწა გადადის ახალ ფაზაში.

ბევრი რამ შეიცვლება ადამიანის ყოფაში, ადამიანის აზროვნებაში, ქვეყნებს შორის ძალიან ბევრი ცვლილება იქნება. ვეფხვი არის აქტიური, ენერგიული მეომარი მებრძოლი სულისკვეთების მატარებელი და ამიტომაც ეს წელი ტრადიცულად, მშვიდად არ ჩაივლის. გარკვეულწილად იქნება კონფლიქტები, დაპირისპირებები, ტერორისტული აქტები მსოფლიოს მასშტაბით, შეიძლება ეთნოგენური ავარიებიც მოხდეს, ეს ყოველივე წლის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი, ანუ 10 აგვისტოს შემდეგ. იქამდე წელიწადი საკმაოდ მნიშვნელოვან ცვლილებებს შემოიტანს იმიტომ, რომ ადამიანების უმრავლესობა ხვდება, რომ ძველებურად ცხოვრება არ შეიძლება, ამიტომ რაღაც უნდა შეიცვალოს. ვეფხვი ამის ამოქმედებას დაიწყებს. ვეფხვი „მოტეხავს“ პანდემიას, ეს იქნება თებერვლის მერე, რეალურად ვეფხვის წელი შემოდის 1-ლი თებერვლიდან.

_ რა რიტუალების შესრულებაა საჭირო, რომ ვეფხვის კეთილგანწყობა მოვიპოვოთ?

_ კონკრეტული წლის შეხვედრა რიტუალურად მნიშვნელოვანია. რადგან ახალ წელს 31 იანვარს ვხვდებით, წინსწრებით შეიძლება რიტუალები ჩავატაროთ, რათა პატივი მივაგოთ  წლის მასპინძელს-ვეფხვს. მაგიდაზე უნდა გვქონდეს ორი ფიგურა, ერთი ვეფხვის გამოსახულება, მეორე კი ხარის, რადგან ხარის წელიწადი გრძელდება 1 თებერვლამდე. ხარს წინ დავუდოთ მცირე რაოდენობით მწვანილი, ვეფხვის ფიგურას უმი ხორცი, ამით ჩვენ მათ პატივს მივაგებთ და მათ კეთილგანწყობას დავიმსახურებთ. მეორე რიტუალი რაც უნდა ჩავატაროთ, სრულდება სანთლებით, რომლებიც უნდა დავდოთ სუფრაზე ახალი წლის დადგომამდე 15 წუთით ადრე და მადლობა გადავუხადოთ წინა წელს ყველაფრისთვის. ამ სანთლებს შეგიძლიათ 6 სურვილი ჩაუთქვათ, რაც გინდათ რომ მომავალ წელს ასრულდეს.

_ რის დალაგებას გვირჩევთ სადღესასწაულო-საახალწლო სუფრაზე, ასტროლოგიური რჩევების გათვალისწინებით?

_ რაც შეეხება სუფრას, აქ წინა პლანზე მამაპაპური საჭმელი შემოდის, გოზინაყი საცივი და ჩურჩხელები. უშუალოდ ახალი წლის დღეებში სასურველი არ არის ცხვრის ხორცის გამოყენება, რადგან აღნიშნული ცხოველის ხორცი თავად ვეფხვს არ უყვარს, თუმცა სხვა ნებისმიერი ხორცეული მისაღებია. სუფრაზე არ უნდა იყოს ბრინჯი, ასევე ზედმეტად ცხარე და მწარე საკვები. ნაკლებად უნდა გამოვიყენოთ თევზეული, სასმელიდან კი ლუდი.

ფერთა პალიტრა საკმაოდ ვრცელია, სუფრის დეკორაციებში შეგვიძლია, გამოვიყენოთ შავ-ლურჯი ფერი, რადგან შავი, ლურჯი ვეფხვის წელი მოდის. ფერის კომბინაციებს გვაძლევს სტიქია, რომელიც ამ ეტაპზე არის წყალი. წყალი მეგობრობს მიწის სტიქიასთან, რომლის ფერებიც არის ყავისფერი, კრემისფერი, მოყვითალო ოქროსფერი. ამის გარდა, წყლის სტიქია მეგობრობს ბუნებაში ხესთან, ხის ფერია მწვანე, ამიტომ ფერების პალიტრა საკმაოდ ფართო იქნება. ასევე უნდა გამოვიყენოთ ტანსაცმელში, სუფრის გადასაფარებელში, ნაძვის ხის გაფორმების დროს.

_ საქართველოში მეკვლის ტრადიცია ოდითგანაა დამკვიდრებული, ამ მხრივ წელს რა რეკომენდაციას მოგვცემთ?

_ წელს მეკვლე ძალიან აქტიური უნდა იყოს, ენერგიული, მებრძოლი სულისკვეთების, უშიშარი ადამიანი და  კარგი იქნება, თუ მას ექნება 6 ცალი 2 ლარიანი, 6 ცალი მანდარინი და 6 ცალი ფორთოხალი, რომელსაც შემოსვლის შემდეგ სახლში მიმოაბნევს.

_ პანდემიის დასრულების მხრივ როგორია 2022 წლის ასტროლოგიური პროგნოზი?

_ პანდემიის „მოტეხვას“ რაც შეეხება, ეს მოხდება ვეფხვის წელში, რაც შეეხება დასრულებას, უფრო 2023 წლისკენ მოხდება. ვირუსი დაიწყო 2019 წლის ბოლოს, ტახის წელში, ვეფხვი ჭამს ტახს. 2022 წელს აუცილებლად გაჩნდება ახალი წამლები, რომლებიც შეცვლიან ყველანაირ ვაქცინაციას, ამიტომაც პანდემიასთან გამკლავება გაცილებით მარტივი იქნება. 2020 წელს ვირთხის წელიწადში პანდემია როდესაც მსოფლიოში გავრცელდა, ეს იყო ვირთხის წელიწადი, ვირთხას კი ჭამს შემდეგი წლის სიმბოლო, ანუ კატა, 2023 წელი არის კატის.

_როგორი იქნება 2022 წელი აღმოსავლური ჰოროსკოპის ნიშნებისთვის?

_აღმოსავლური ნიშნებიდან ვეფხვის წელი კარგია ცხენის, ძაღლის, დრაკონის და ვირთხის წლებში დაბადებულთათვის. უარყოფითი პერიოდი იქნება ტახის,  გველის და მაიმუნის წლებში დაბადებულებისთვის, მათ მეტი პრობლემები ექნებათ, განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში. ეს შეიძლება იყოს კონფლიქტები, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, სამსახურებრივი ფინანსური სირთულეები, პარტნიორული პრობლემები და სხვა. რაც შეეხება დასავლურ ზოდიაქოს ნიშნებს, აპრილის შუა რიცხვებამდე ყურადღებით უნდა იყვნენ ტყუპების ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანები. აპრილის შუა რიცხვებიდან წლის ბოლომდე კირჩხიბი, აქ მათ ექნებათ ცვლილებები სხვადასხვა სახის.

ვეფხვის ყველაზე დიდი ფავორიტი ვერძი იქნება. ასევე ეს პერიოდი ძალიან კარგი იქნება მშვილდოსანთა და ლომთათვის. ხოლო რაც შეეხება თევზებს, ასევე ერთ-ერთი ფავორიტია და შემდგომ უკვე მოდის მორიელი, განსაკუთრებული წარმატებები ექნებათ.

რაც შეეხება კურო, თხის რქა და ქალწული სტაბილურად და კარგად გაივლიან ამ წელს, მათგან კურო ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. სასწორი ცოტა ყურადღებით უნდა იყოს სექტემბრის თვის პერიოდში, დანარჩენი პერიოდი სტაბილურად საშუალოა. მერწყულებს პერსპექტივები აქვთ ძალიან კარგი, ეს იქნება კარიერული კუთხით წინსვლა, ამ წელს მფარველი ანგელოზი გადმოდის მერწყულზე, ცოტა საფრთხილოა ახალი წლის დღეები 20 იანვრის შუალედში, აქ ენერგო ტონუსი დაბალია, განწყობაც ნაკლები, მაგრამ რადგან ახალი წლის დღეებია, ეს მაინც შეამსუბუქებს მათ განწყობას, უნდა ერიდონ კონფლიქტებს და მნიშვნელოვანი საქმეების განხორციელება თებერვლის დასაწყისიდან სჯობს. ასევე საფრთხილო იქნება მაისის პირველი ნახევარი და ნოემბრის პირველი ნახევარი.

ავტორი: ემილი ფეიქრიშვილი