უსაფრთხოა თუ არა, სარელაქსაციო მასაჟი და როგორ შევარჩიოთ მასაჟისტი

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში, თავის მოვლის და გამაჯანსაღებელი პროცედურები დღითი დღე უფრო პუპულარული და მოთხოვანადი ხდება, მათ შორისაა სარელაქსაციო მასაჟი. იგი ფართოდაა ხელმისაწვდომი, როგორც სპეციალურ მასაჟის და სპა ცენტრებში, ისე სასტუმროებში. ზოგიერთი მასაჟისტი დამოუკიდებლადაც კი საქმიანობს და ბინაზე მისვლით ატარებს პროცედურას. მიუხედავად იმისა, რომ სარელაქსაციო მასაჟი ყველას უსაფრთხო პროცედურად წარმოუდგენია, მაინც არსებობს პოტენციური რისკები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, თუნდაც არაპროფესიონალი სპეციალისტების არსებობა. აღნიშნულ საკითხებზევერსიაპროფესიონალური მასაჟის სპეციალისტს თამარ გელიაშვილს ესაუბრა. როგორც თამარმა აღნიშნა, არსებობს ორი ტიპის, სარელაქსაციო და სამკურნალო მასაჟი. სარელაქასაციო გამაჯანსაღებელი მასაჟი კეთდება პროფილაქტიკისთვის. სამკურნალო მასაჟი ინიშნება ექიმის მიერ, კონკრეტული ჩვენებებიდან გამომდინარე.

_თამარ, რაში სჭირდება ჯანმრთელ ადამიანს სარელაქსაციო მასაჟი, ანუ რა სარგებელი მოაქვს და რა სიხშირითაა რეკომენდირებული მისი ჩატარება?

_სარელაქსაციო მასაჟი საჭიროა გაიკეთოს ჯანმრთელმა ადამინმაც, რადგან აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას, ამშვიდებს ნერვულს სისტემას და ხსნის სტრესს. აუმჯობესებს ძილის ხარისხს. მისი ჩატარება რეკომენდირებულია კვირაში 1ჯერ მაინც.

_შესაძლოა თუ არა, სარელაქსაციო მასაჟმა  ჯანმრთელობას რაიმე ზიანი მიაყენოს?

_თუ ექიმის მიერ რაიმე დაავადების გამო არ არის აკრძალული, მაშინ სარელაქსაციო მასაჟი ზიანს არ მიაყენებს ადამიანს.

_როგორ უნდა მივხვდეთ, პროფესიონალია თუ არა მასაჟისტი?

_აუცილებლად უნდა სვამდეს კითხვებს იმისთვის, რომ ზუსტად გაიგოს რა სჭირდება მის პაციენტს. ასევე პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ მასაჟისტს არ აქვს დიაგნოზის დასმის კომპეტენცია და არც  უფლება.

_თამარ, ბავშვისთვის რა ასაკიდან და რა მიზნით შეიძლება მასაჟის გაკეთება და რა დროს არ არის  აუცილებელი?

_ჯანმრთელი ბავშვისთვის რეკომენდირებულია გამაჯანსაღებელი მასაჟი. სამკურნალო და სარეაბილიტაციო მასაჟი კი ინიშნება კონკრეტული ჩვენებებიდან გამომდინარე, ნევროლოგის ან ორთოპედის მიერ. მასაჟის დასაწყებად რეკომენდირებული პერიოდია 4 კვირიდან 6თვემდე.  მასაჟის გაკეთება მხოლოდ კონკრეტული დაავადებების დროს იკრძალება. ( ლეიკემია,მაღალი ტემპერატურა,ალერგიული ჩირქოვანო გამონაყარი,ღებინება)...

_რა ფასებში შევძლებთ მომსახურების მიღებას (იგულისხმება ორივე სახის მასაჟი)?

_ყველგან განსხვავებული ფასებია, როგორც ჩემთვის ცნობილია, 35 ლარიდან იწყება. ფასები დამოკიდებულია პროცედურის სახეობაზე და ხანგრძლივობაზე.