პატრულ-ინსპექტორმა თანმხლებ პირთან ერთად ახალციხეში მოქალაქეზე იძალადა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პატრულ-ინსპექტორი ძალადობის ფაქტზე ამხილეს.

მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ პოლიციელმა თანმხლებ პირთან ერთად, 28 სექტემბერს ახალციხეში, ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე, ყოფით ნიადაგზე მომხდარი შელაპარაკებისას, ფიზიკურად იძალადა მოქალაქეზე, რის შედეგადაც მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე პროკურატურამ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინა. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.