დაკითხავენ თუ არა ანზორ ჩუბინიძეს "პიჯაკების საქმე" - ზე

სასამართლო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ე.წ. პიჯაკების საქმის სასამართლოზე, სადაც სდსს-ს ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას თანხების გაფლანგვას ედავებიან, დაცვის მხარე სდსს-ს მოქმედი ხელმძღანელის, ანზორ ჩუბინიძის სასამართლოში მისვლას მოითხოვს.

ამ შუამდგომლობას ადვოკატი მომხდევნო სასამართლო სხდომააზე დააყენებს. მათი თქმით, ჩუბინიძე მოწმის სახით უნდა დაიკითხოს და ისაუბროს იმ ხარჯებზე, რომელსაც მისი უწყება დღესაც ეწევა.

თემურ ჯანაშიას ადვოკატი, ბექა ბასილაია ამბობს, რომ ხარჯები მაშინაც და დღესაც იდენტურია და ამის მაგალითად ბელარუსში, საქართველოს ელჩის დაუყოვნებლივ გადაფრენა მოჰყავს. ბასილაიას თქმით, თუ ეს დარღვევად არ ითვლება, მაშინ გაუგებარია რატომ ითვლება დანაშაულად, ის, რასაც სდსს-ს ყოფილ ხელმძღვანელს ედავებიან.

დღეს სასამართლომ დაცვის მხარის არც ერთი მტკიცებულება არ მიიღო და მომდევნო პროცესი ოქტომბრამდე გადადო.

სდსს-ს ყოფილი უფროსი ამბობს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მოსამართლეს წინასწარ აქვს გადაწყვეტილება მიღებული.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, როგორც პროკურორმა განმარტა, ის მტკიცებულებები რომელიც დაცვამ დღეს წარადგინა არარელავანტური იყო და განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან არაფერ შუაშია.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. პიჯაკების საქმის გამოძიება 2014 წლიდან მიმდინარეობს. თემურ ჯანაშიას სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში ადანშაულებენ, რომელიც 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.