შსს-მ წიწამურთან მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წიწამურთან, წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების საქმეზე გამოძიება დაიწყო.

როგორც bm.ge-ის უწყებაში უთხრეს, გამოძიება დაწყებულია ორი მუხლით: სსკ-ის 188-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით) და 306-ე (საქმიანობის განხორციელება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე) მუხლებით.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, სოფელი წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და ქალაქ მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა. 16 ივნისის შემდეგ თავდაპირველად 110 ათას, ხოლო ამჟამად 63 000 აბონენტს წყალმომარაგება გრაფიკით მიეწოდება.