უჩვეულო მეთოდი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ინდოეთის რაჯასტანის შტატში, კლიმატის ცვლილების შედეგებისგან თავის დასაღწევად ახალი მეთოდი მოიფიქრეს - ადგილობრივები მცენარეებს რგავენ დაკრძალვების, ქორწილების, ბავშვების დაბადებისა და სხვა მნიშვნელოვანი ოჯახური მოვლენების აღსანიშნავად. შტატის მცხოვრებლებს სურთ, გაუდაბნოებული მიწები ხეების დარგვით გაამწვანონ და ინდოეთის ტყის რესურსები შეინარჩუნონ.

აღსანიშნავია, რომ ისინი მხოლოდ ადგილობრივ მცენარეებს რგავენ, რადგან სხვა სახეობებმა, შესაძლოა, ეკოსისტემას ზიანი მიაყენონ. რაჯასტანის შტატი ნიადაგის დეგრადაციის მაღალი ხარისხით გამოირჩევა, რადგან ტყიანი ზოლი ტერიტორიის მხოლოდ 8%-ს შეადგენს. მცენარეების დარგვის ნაციონალურ ტრადიციად ქცევამ გრუნტის წყლების დონე გაზარდა და მოსავალიც მეტი მოდის. ამ პერიოდისთვის, სულ შტატში, დაახლოებით, 3.5 მილიონი ხეა დარგული.