ყავის მოყვარულებს კიბო არ ემუქრებათ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამ მატონიზირებელი სასმელის მოხმარება პროსტატის კიბოს განვითარების რისკს მნიშნელოვნად ამცირებს, - აცხადებენ ჩინელი მკვლევარები, შანხაის უნივერსიტეტიდან. სპეციალისტებმა კვლევა ჩაატარეს, რომლის დროსაც მთელი მსოფლიოდან 550 ათას მამაკაცს აკვირდებოდნენ. შედეგად გაირკვა, რომ დაავადების განვითარების ალბათობა 2.5%-ით ქვეითდება დღეში ყოველი ორი დამატებითი ფინჯანი ყავის მირთმევით. შედეგების გაანალიზების შემდეგ, სპეციალისტები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ იმ მამაკაცებს, რომლებიც ყავას რეგულარულად მოიხმარდნენ, პროსტატის კიბოთი გარდაცვალების 24%-ით ნაკლები შანსი ჰქონდათ, თუკი მათ ასეთი დიაგნოზი უკვე დაუდგინეს. ექსპერტების თქმით, ეს ეფექტი იმით არის გამოწვეული, რომ ნაერთები - კაფესტოლი და კახვეოლი, რომლებსაც  ყავა შეიცავს, კიბოს უჯრედების ზრდას ხელს უშლიან.