მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში, არასრულწლოვანი დაზარალებულად სექსუალური ძალადობის 75 საქმეზე ცნეს

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სისხლის სამართლის სტატისტიკის ოფიციალური ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის პირველ 5 თვეში არასრულწლოვანი დაზარალებულად სექსუალური ძალადობის 75 საქმეზე ცნეს.

გარდა ამისა, 2023 წლის პირველ 5 თვეში დაზარალებულის სტატუსი 633 არასრულწლოვანს მიენიჭა – მოზარდებზე ყველაზე ხშირად ოჯახში ძალადობდნენ. ჯამში, გამოძიება დაიწყო ოჯახში ძალადობის 269 შემთხვევაზე.

იანვრის თვის სისხლის სამართლის სტატისტიკის მიხედვით, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების საქმეებზე დაზარალებულია 7 არასრულწლოვანი, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების საქმეზე – 4, გაუპატიურების – 2, გარყვნილი ქმედების კი 1.

თებერვალში დაზარალებულად არასრულწლოვანი 16 საქმეზე ცნეს.

მარტში სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე დაზარალებულად არასრულწლოვანი ცნეს 16 შემთხვევაში.

აპრილში არასრულწლოვანები დაზარალებულად ცნეს 17 შემთხვევაში.

მაისში 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების საქმეებზე დაზარალებულად არასრულწლოვანი ცნეს 5 შემთხვევაში.

არასრულწლოვანზე ძალადობის უკანასკნელი გახმაურებული შემთხვევა ბათუმში მოხდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

40 წლამდე კაცი 12 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მესამე ნაწილის “ე” და მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის” აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია ამბობს, რომ მის ორგანიზაციას არაერთი პედოფილიის საქმე აქვს.

წყარო: jam-new.net