რონალდუ არავის სჭირდება

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წასვლა სურს, მაგრამ... მისი გადაბირება არავის უნდა. ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი აბსურდულად ჩანს, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის დამატებით, ნებისმიერი კლუბი გაძლიერდება, მაგრამ ყველაფერი დეტალურად „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა ახსნა.

„გუნდის ახალმა მფლობელმა მითხრა, რომ რონალდუს გადაბირება სურდა, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც ვარ. პორტუგალიელი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, დარწმუნებული ვარ, სადაც არ უნდა მივიდეს, 20 გოლზე მეტს გაიტანს, მაგრამ მისი დამატება ბევრს არ სურს. რატომ? იმიტომ, რომ მერე გუნდის მთელი ტაქტიკა სწპრედ კრიშტიანუს უნდა მოერგოს და ამ ყველაფერმა არ გაამართლა. ზოგადად, თანამედროვე ფეხბურთში, ერთ მოთამაშეზე აწყობილი გუნდი ვერ ამართლებს და ეს არაერთხელ დამტკიცდა. არადა, როცა გუნდში რონალდუ გეყოლება, სხვა გზა უბრალოდ არ გექნება. ამიტომაც ვამბობ მის შეძენაზე უარს“,-განაცხადა ტუხელმა და... მას ძალიან ბევრი დაეთანხმა.