საქართველომ, შესაძლოა, ისტორია დაწეროს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს წყალბურთელთა ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ტურნირი პლეი-ოფის სისტემით გაგრძელდება. საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო პირველობაზე პირველად თამაშობს და ამის მიუხედავად, დეიან სტანოევიჩის გუნდმა მერვედფინალში გასვლა მოახერხა, სადაც მეტოქედ ხორვატია ეყოლება.

ხორვატები მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები არიან და საქართველოს იოლი შეხვედრა ნამდვილად არ ელის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხორვატიამ 2012 წელს, ოლიმპიადა მოიგო, 2017 წელს - ისინი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. აშკარა უპირატესობის მიუხედავად, ქართველებს კიდევ ერთი სასწაულის მოხდენა შეუძლიათ და ხორვატიულ ბარიერს თუ დაძლევენ, მსოფლიოს რვა უძლიერეს ნაკრებს შორის დაიმკვიდრებენ ადგილს.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე