ბაზაძე ევროპის ჩემპიონი გახდა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ესეც ასე - ქართველი მოფარიკავე, სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონია. ანტალიაში გამართულ პირველობაზე, ქართველმა მოფარიკავემ ძალიან მაღალ დონეზე იასპარეზა და რაც მთავარია, ოლიმპიადაზე განცდილი მარცხისთვის რევანშიც აიღო. უნგრელი არონ სილაგი, რომელმაც სანდრო ტოკიოში დაამარცხა, ჩვენებურს ამჯერადაც გადაეყარა და უშანსოდ წააგო. ფინალში კი ბაზაძემ იტალიელ ლუკა კურატოლის დამაჯერებლად - 15:11 სძლია.

ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატებზე სანდროს აქამდე ბრინჯაოს სამი მედალი ჰქონდა მოპოვებული, ოქრო კი პირველად მოიპოვა. ამ გამარჯვებით, ბაზაძე მსიოფლიო მოფარიკავეთა რეიტინგში 179 ქულით მესამე ადგილზე გადავიდა. მის წინ მხოლოდ სამხრეთ კორეელი იუნგჰვან კიმი (200 ქულა) და  ის უნგრელი არონ სილაგია (194 ქულა), რომელიც სანდრომ ამ პირველობაზე დაამარცხა.

 

ავტორი-ბათო ჯაფარიძე