დიდი მატჩის მოლოდინში

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

15 თებერვალს, ღამით, პარიზში დიდი მატჩია. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში, „პარი სენ ჟერმენი“ მადრიდის „რეალს“ დაუხვდება. შეხვედრას ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა დააკლდება - ტრავმის გამო, სამეფო გუნდის წინააღმდეგ ყოფილი კაპიტანი, სერხიო რამოსი ვერ ითამაშებს. ამის მიუხედავად, მატჩს უდიდესი ინტერესი ახლავს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, „რეალის“ კარს ლიონელ მესი შეუტევს და უდიდესი ალბათობით, განაცხადში იქნება ტრავმამოშუშებული ნეიმარიც.
ეს არის ის შეხვედრა, რის გამოც ფეხბურთი, დღემდე, სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა. ამ მატჩს ტელევიზიის საშუალებით, დაახლოებით, 250 მილიონი ადამიანი მიადევნებს თვალს. საკუთარ ჩემპიონატებში, ორივე გუნდმა ბოლო ტურებში თავი დაზოგა და რაღა თქმა უნდა, მათ თავში ახლა მხოლოდ 15 თებერვლის შეხვედრა უტრიალებთ. საპასუხო მატჩი 10 მარტს, მადრიდში გაიმართება და ორივე შეხვედრიდან შემოსავალი ნახევარ მილიარდს გასცდება, თუმცა თანხის უდიდეს ნაწილს უეფა და ტელევიზიები წაიღებენ.