ინფორმაცია თითქოს სუს-ის უფროსის მოადგილის სახლი გაქურდეს სიცრუეა - უწყების განცხადება

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, 28 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტის შესახებ.
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის სახლი გაქურდეს სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე სრული სიცრუეა თითქოს ქურდობისას სახლიდან გაქრა სამსახურებრივი მეხსიერების ბარათი.
გაქურდულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონალური დანაყოფის ერთერთი თანამშრომლის ოჯახის კუთვნილი სახლი. საცხოვრებელი სახლიდან წაღებულია საოჯახო ნივთები.
ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.