რა საკითხები განიხილა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან ერთად

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან ერთად განვიხილეთ უსაფრთხოების გარემო ჩვენს რეგიონში და ვისაუბრეთ იმ ძალისხმევაზე, რომელიც საჭიროა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო მზად არის შეასრულოს თავისი გადამწყვეტი როლი რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად.

„მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ისტორიულ სესიაში. აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან ერთად განვიხილეთ უსაფრთხოების გარემო ჩვენს რეგიონში და ვისაუბრეთ იმ ძალისხმევაზე, რომელიც საჭიროა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. საქართველო მზადაა შეასრულოს თავისი გადამწყვეტი როლი რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად”,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.