ეკოლოგიური ავოკადო შექმნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბრიტანელმა სპეციალისტებმა ეკოლოგიური ავოკადო შექმნეს ვაშლისა და პარკოსნებისგან, რათა ადამიანები იმპორტირებულ ხილს გადააჩვიონ. ერთ-ერთი ავტორი, დიზაინერი არინა შოკოუი ამტკიცებს, რომ ჯანსაღი ცხოვრების მიმდევრები ავოკადოს დიდი რაოდენობით მიირთმევენ. არადა, სულ ერთი ცალი ნაყოფის მოსაყვანად, 320 ლიტრი წყალი იხარჯება. გარდა ამისა, მონოკულტურული პლანტაციების გასაშენებლად ტროპიკული ტყე იჩეხება - ეს კი ზიანს აყენებს ბიომრავალფეროვნებას. ეკოლოგიურ ავოკადოს „ეკოვადო“ უწოდეს.

ის დაფქვილი პარკოსნების, ვაშლისა და თხილისგან არის შექმნილი. ყველა პროდუქტი ადგილობრივია. კურკის ნაცვლად, „ეკოვადოში“ კაკალია, ამ იმიტაციური ხილის კანი ცვილისგანაა დამზადებული და საკვებად ვარგისი მწვანე საღებავითაა შეღებილი. გარსი ბიოხრწნადია, სურვილის შემთხვევაში, მისგან სანთლის დამზადებაც შეიძლება.